logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა

სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი ჯანდაცვის სისტემის პირველ რგოლში გასატარებელ რეფორმას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება მნიშვნელოვანი საქმეა. დაავადების გამომჟღავნება პირველსავე სტადიაზე და მისი მოვლა, გაცილებით მარტივია, ვიდრე შორს წასული ავადმყოფობის მკურნალობა.
,,ადრეულ წლებში, ოჯახის ექიმების მოვალეობა იყო მოსახლეობის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ამის მიზანი სწორედ დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა იყო. ვფიქრობ, რეფორმამ ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, – აცხადებს პეტრიაშვილი.
„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ზოგი ემხრობა აზრს, რომ სერვისების ხელმისაწვდომობა მდიდრებისა და ღარიბებისთვის ერთნაირი არ უნდა იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ ძნელია განსაზღვრო ჩვენს ქვეყანაში ადამიანი შეძლებულია თუ ღარიბი. ჩვენ რომ პიროვნება შეძლებული გვგონია, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სულაც არ აქვს ათიათასობით ლარი მძიმე დიაგნოზის სამკურნალოდ ან რაიმე ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად. ასე რომ, ეს პროგრამა დიდ საქმეს აკეთებს. თუ პარალელურად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაც მოხდება, ამ შემთხვევაში, მეორეული და მესამე დონის სერვისების აუცილებლობა გაცილებით ნაკლები ადამინისთვის იქნება საწირო და შესაბამისად, იმ სახსრების ოპტიმიზაციაც მოხდება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იხარჯება“, – მიაჩნია შალვა პეტრიაშვილს.
იგი ყურადღებას ამახვილებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თემაზეც. „უნდა აღინიშნოს პაციენტების მხრიდან ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხიც. რამდენადაც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვა არ გულისხმობს მედიკამენტების დაფინანსებას. არის მთელი რიგი დაავადებები, რომელთა მართვაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ძვირადღირებული წამლების მიღებას გულისხმობს. იმედი მაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხსაც მოიაზრებს როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში, ისე ჯანდაცვის საყოველტაო პროგრამის განვითარებისკონტექსტში“– აღნიშნა შალვა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად განხორციელდება და ამ რეფორმაში სამინისტროს დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო კონპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

http://www.info9.ge

2015.07.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006