logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარინა დარახველიძე: საქართველოში მკვდრადშობადობა და დედათა სიკვდილიანობა შემცირებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის თქმით, ოფიციალური სტატისტიკით მკვდრადშობადობა შემცირებულია:

- საბედნიეროდ, ბოლო 2012-2013-2014 წლებში ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენციაა. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ამ თემაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.

- სამინისტროში 2013 წლიდან მოქმედებს დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შეტყობინების ცხელი ხაზი. სადაც ჩვენ რამდენიმე ეტაპად ვიღებთ სამედიცინო დაწესებულებებიდან შემთხვევების მონაცემებს დედის გარდაცვალებაზე, მკვდრადშობადობაზე და ჩვილ ბავშვთა სიკვდილობაზე, როგორც 0-დან 1 წლამდე, ასევე 1-დან 5 წლის ჩათვლით. ერთ საათში ვიღებთ სატელეფონო შეტყობინებას, 24 საათის განმავლობაში წერილობით შეტყობინებას მიზეზებისა და სხვა ინფორმაციის მითითებით, 10 დღის განმავლობაში სამინისტრო სრულად იღებს სამედიცინო ისტორიის სრულ ქსეროასლს, რომელიც სამინისტროში ინახება. ეს ინფორმაცია მუშავდება, კორექტირდება მონაცემები, რადგან ხშირად მკვდრაშობადობა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა არასწორად არის დაფიქსირებული. შემდეგ ვაანალიზებთ. სამინისტროში დედათა და ბავშვთა საკოორდინაციაო საბჭო მუშობს, რომელსაც პერიოდულად არსებული მონაცემები და ანალიზი წარედგინება და ხდება პრობლემების სისტემური განხილვა.

- დედის გარდაცვალების ყველა ფაქტს სწავლობს. შერჩევის პრინციპით სწავლობს როგორც მკვდრადშობადობის, ასევე ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების იმ შემთხვევებს, სადაც დიაგნოზიდან, ან აღწერილობიდან იკვეთება პოტენციური შესაძლო ხარვეზის არსებობა. 

- გასული წლის აპრილში დედათა და ბავშვთა სიკვდილობის გაეროს მისიამ შეაფასა ჩვენი სტატისტიკური მონაცემები და პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მსოფილო ბანკის, გაეროსა და ბავშვთა სიკვდილობის ანგარიშში პირველად იქნა გამოყენებული საქართველსო რუტინული სტატისტიკური მონაცემები. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა სიკვდილობაზე ჩვენი მონაცემები არის სანდო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენ ათასწლეულის მიზანს მიღწეული გვაქვს. აღიარებული კოეფიციენტი 16 იყო სამიზნე წერტილი, ჩვენი სტატისტიკური მონაცემები კი 10,9-ია, რაც კარგი მონაცემია, თუმცა ევროპული ქვეყნის მაჩვენებლი 2-ჯერ უფრო ნაკლებია.

დაავადებათა ეროვნული ცენტრი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის რეგისტრის საპილოტე პროგრამას იწყებს, ანუ ადგილზევე დარეგისტრირდება მონაცემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამ სისტემის გაუმჯობესებისთვის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტექნიკური მხარდაჭერით იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხორცილედება პერინატალური სისტემის რეგიონალური პროექტი. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც ეფუძნება პერინატალური სერვისების დონეების განსაზღვრას და უზრუნველყოფს სხვადასხვა დონეებს შორის კავშირის დადგენას. ეს არის სამეანო სერვისი ახალშობილის მოვლით, რაც უზრუნველყოფს გართულებული მდგომარეობის დროს შესაბამის დაწესებულებაში პაციენტის მოხვედრას და ყველა დროული მიმართვის და ადეკვატური მიმართვის საფუძველზე დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას.

ამ კონცეფციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს რისკების დროულ შეფასებას. თითოეული კლინიკა შეფასებულია მისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებისა და ადამინური რესურსების მიხედვით. ის კლინიკები, რომლებიც I დონეზეა - ეს არის ყველაზე დაბალი დონე, ანუ არ უნდა იღებდნენ რთულ ორსულებს და ბავშვებს. ისინი დიაგნოზის მიხედვით, დროულად უნდა იყვნენ გადამისამრთებული მე-2 ან მე-3 დონის სპეციალიზირებულ კლინიკებში. რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უკეთესი გამოსავლის მიღებას და დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირებას. რა თქმა უნდა, რეგიონალიზაციის პროცესში გათვალისწინებულია ორსულის მოვლა ამბულატორიულ დონეზე. აქაც რა თქმა უნდა, ორსულის დროული რეფერალი და წარმატებული მეთვალყურეობა, რასაკვირველია, ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს. 

საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს ორსულების დაფინანსებას როგორც საკეისრო კვეთას, ასევე ფიზიოლოგიურს. ასევე არის სპეციალური ვერტიკალური მიზნობრივი პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, რომელიც მოიცავს რთული ორსულების, მშობიარების და მელოგინეების მოვლას სტაციონარში, ანტენატალურ მეთვალყურეობას, სკრინინგულ-გენეტიკურ კვლევებს ორსულებსა და ახალშობილებში. ასევე ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, ჰიპერფენილალანინემია, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოსავლის მქონეა და მისი დროული აღმოჩენა ბევრად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას და საბოლოო გამოსავალს. რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში ყველა ორსული უზრუნველყოფილია პრეპარატებით, ასევე ფოლიუმის მჟავით აბსოლუტურად ყველა ორსული, ვინც სარგებლობს ალტერნატალური მეთვალყურეობის პროგრამით ორსულობის 12 კვირის ჩათვლით. რადგან ამ პერიოდში ფოლიუმის მჟავის მიღება ნერვული ღეროს განვითარებას უწყობს ხელს, რაც ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების საწინდარია. 

ქ-ნი მარინას თქმით, მიუხედავად იმისა რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და შემფასებელმა მისიების შეფასებით დედათა სიკვდილობის კოეფიციენტმა 1,5 დაიწია. ძალიან ბევრია სამუშაო რადგან ეს არის სენსიტიური სფერო და ძალიან მისახედი. ყურადღების მოდუნება არ შეძლება. 


 

ირმა მესხია

http://www.ipress.ge

2015.07.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006