logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი იქმნება

საქართველოში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი იქმნება. ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს შინმოვლის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მომსახურების ხარისხიანად მიწოდება და გარკვეული ხარვეზების შემთხვევაში, მათზე სათანადო სწრაფი რეაგირება.

სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბების ფარგლებში, თბილისში, ბათუმსა და გორში მომუშავე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან სპეციალური შეხვედრები იმართება. აუდიენციის მიზანია, თითოეულ ჯგუფს კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს შინმოვლის პროგრამისა და სერვისების შესახებ.

„ჩვენ ამ შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებმა ერთ ენაზე ისაუბრონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ სწორად გაიგოს ამ პროგრამის არსი - ბენეფიციარმა უნდა იცოდენენ რის მოთხოვნის უფლება აქვს, მიმწოდებელმა (ადგილობრივმა ხელისუფლებამ) უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების ხარისხიანად მიწოდება და თუკი პროცესში რომელიმე მხრიდან გარკვეული გადაცდომა ან ხარვეზი გამოიკვეთება, უკვე ინფორმირებული ჟურნალისტთა ჯგუფი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ჩვენი შეხვედრების მიანია სწორედ ამ რეაგირების ჯგუფის ფორმირება, რათა ხარისხიანი შინმოვლის პროგრამა ზუსტად ისე მივიდეს ბენეფიციარამდე, როგორც ეს მას ეკუთვნის და არავის უნდა მიეცეს საშუალება გარკვეული მანიპულაციებით პროგრამის დისკრედიტაცია მოახდინოს“,- განაცხადა კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ბათუმსა და გორში მომუშავე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებთან უკვე ჩატარდა.

„დედაქალაქს გარეთ, ანუ იმ ქალაქებში სადაც შინმოვლის პროგრამა ხორციელდება - ბათუმსა და გორში უკვე თითქმის დავასრულეთ შეხვედრების პირველი ტალღა. დაგვრჩა გორში ერთადერთ ჯგუფთან - ბენეფიციარებთან შეხვედრა, რომელსაც მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ. ასევე, თბილისშიც დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები და პირველი ჯგუფი, რომელსაც შინმოვლის პროგრამაზე ვესაუბრეთ, ჟურნალისტები იყვნენ. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა პროცესი და ძალიან აქტიურები იყვნენ. უმეტესობამ თქვა, რომ პირველად გაიგეს შინმოვლის პროგრამის არსებობის შესახებ და სამომავლოდ მეტ ყურადღებას დაუთმობენ მოხუცებისა და შშმ პირების პრობლემების გაშუქებას. ასევე, მათი მხრიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გაჟღერდა საინფორმაციო კამპანიის წარმართვისა და მოხალისეობის საკითხებზე. ჩვენ ამ იდეებს სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა უჩა ვახანიამ.

შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება შემოდგომის ბოლოს დასრულდება. თბილისში, ბათუმსა და გორში ჩატარებული შეხვედრების პირველი ტალღის დასრულების შემდეგ საკითხით დაინტერესებული ყველაზე აქტიური მონაწილეები შეირჩევიან და სწორედ ისინი განახორციელებენ სერვისების ხარისხის მონიტორინგს.

შინმოვლის პროგრამა დაუძლურებულ და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა ან შშმ პირთა მოვლას ითვალისწინებს. ბენეფიციარებს პირველადი სამედიცინო სერვისები და სხვა ტიპის აუცილებელი საჭიროებები - საყოფაცხოვრებო ასისტენტის დახმარება, ფსიქოლოგის დახმარება და სოციალური მუშაკის დახმარება ბინაზე მისვლით მიეწოდებათ. პროგრამა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ცნობისთვის, საქართველოში მოვლის საჭიროების მქონე 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - მოსახლეობის 2.2% ხანგრძლივ შინმოვლას საჭიროებს.

http://ghn.ge

2015.07.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006