logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ოჯახებიც რომ გაეყიდათ, სოფოსბუვირით მკურნალობა ბევრისთვის მიუწვდომელი იქნებოდა"

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უპრეცედენტო პროგრამა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რეალურად, ხელმიუწვდომელ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გაზრდილი აქვს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.“- ამის შესახებ ჯანმრთლების სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განაცხადა.  

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოს უფროსი აღნიშნავს, რომ ჩვენი მოსახელობის დიდი ნაწილს აქვს შანსი, თავი დააღწიოს ამ დაავადებას. საქართველომ რეალურად საჩუქარი მიიღო, რაც ჩვენი მთავრობის სერიოზული მიღწევაა.

ქ-ნი ეკა ამბობს: ვერ დავეთანხმები ვერცერთ ოპონენტს, რომელიც C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამას აკრიტიკებს. რადგან თავისი მიზნებით, ეს ისეთი პროგრამაა, რომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი სურვილი და მხარდაჭერა. ასეთი შანსი, როგორიც ამ პაციენტებს აქვთ სხვადასხვა ტიპის ჩარევებით... იმის თქმა, რომ C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამა ადამიანებზე საცდელია, დანაშაულია. თქვენ უნდა ნახოთ ის ხალხი, ვინც ამ პრეპარატით მკურნალობას წლებია, ელოდება. მათთვის ეს წარმოუდგენელი შანსი იყო.  ოჯახებიც კი რომ გაეყიდათ, ასეთი ღირებულების მედიკამენტით მკურნალობას პაციენტების დიდი პროცენტისთვის მიუწვდომელი იყო. ამიტომაც ვერ ვეგუები C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამის წინააღმდეგობას.

- რა პრინციპებითაც C ჰეპატიტის  ელიმინაციისთვის არჩეულია  საქართველო, ელიმინაცია მიღწევადია. ამაზე არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო მსჯელობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა არის პატარა და მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს აქვს ეს დაავადება,  რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. 

- C ჰეპატიტი წლების წინ განუკურნებელი დაავადება იყო. დღეს, არსებობს რევოლუციური პრეპარატი, რომელიც რეალურად C ჰეპატიტის  ვირუსს კურნავს. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური ნება, ვერ წარმომიდგენია რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ პროგრამის განხორციელებას. ჩვენი ქვეყნისთვის C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამა იქნება სერიოზული შანსი, იყოს საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში.

- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჩემპიონი გვიწოდეს. ასე, რომ კრიტიკას არ მივიღებ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა ამ პროგრამის მიმღები ყოფილიყო. თვითონ მედიკამენტი „სოფოსბუვირი“ აქტიურად გამოიყენება, მას თითქმის 97%-მდე განკურნების შედეგი აქვს.

- C ჰეპატიტის  აღარ წარმოადგენს საშიშროებას მოსახლეობის დიდი მასისთვის. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის პროექტი.

- მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც ქვეყნის სათავეში იქნება, ხელი უნდა შეუწყოს ამ პროგრამის განხორციელებას.

ამ დროისთვის 1400 პაციენტს გავლილი აქვს  საჭირო სრული კურსი დიაგნოსტიკაში ჩასართავად.  აქედან 950 ადამიანი ჩართულია მკურნალობაში. დანარჩენი პაციენტები გაივლიან კომისიას და მათი ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.

რაც შეეხება სადიაგნოსტიკო ცენტრებს, იქ თითქმის 6000-ზე მეტი პაციენტია  დარეგისტრირებული. 

C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების მკურნალობის პირველი შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება ცნობილი.

http://.ipress.ge

2015.07.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006