logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა

თბილისში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია სოფლის მეურნეობაში მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს შესაძლებობას აძლევს აწარმოოს ხარისხიანი, კონკურენატუნარიანი პროდუქცია, ამავე დროს სახელმწიფოს აქვს რეალური ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებელი დაიცვას და უვნებელი სურსათით უზრუნველყოს სამომხმარებლო ბაზარი.

"საქართველოში დღეს პირველად გაიხსნა სოფლის მეურნეობის თანამედროვე ლაბორატორია. მინდა აღვნიშნო ამ საქმეში ევროკავშირის წვლილი და დახმრება - ეს პროექტი ქართულმა მხარემ და ევროკავშირმა ერთად განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არც მცენარეთა დაცვის და არც სურსათის უვნებლობის მიმართულებით არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. ჩვენი მთავრობის პირობებში კი ეს ლაბორატორია გავხსენით. აღნიშნული ლაბორატორია 5 თვეში გაკეთდა და მინდა აღვნიშნო ამ საქმეში მინისტრის დამსახურება. ტემპი მისასალმებელია, უწყება სწრაფად მუშაობს და კარგად აკეთებს საქმეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა ლაბორატორიის გახსნის შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"ეს არის ის დანაპირები, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა არჩევნებამდე და ეს არის ის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ახლად გახსნილი ლაბორატორია საქართველოში უპრეცედენტო იქნება.

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოსთვის, ვინაიდან პირველად შეიქმნა მცენარეთა დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ლაბორატორია. ამასთან ერთად, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობასაც, რაც ჩვენი მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ ჩვენ მომხმარებლებზე, რომ მათ ჯანმრთელი, ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორია ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ ტიპის ლაბორატორია ქვეყანაში არ არსებობდა. ეს იყო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მათ შორის, ევროკავშირიდან და ჩვენ რეალურად წლის ბოლომდე გვქონდა ვადა და როგორც ხედავთ, ჩვენ გაცილებით ადრე მოვახერხეთ ამ რეკომენდაციის შესრულება. ეს ლაბორატორია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მცენარეთა სრულფასოვანი კვლევა მოხდეს. ასევე სტუმრად გვყავს ჩამოსული ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენართა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ გასულ წელს გავწევრიანდით, შესაბამისად, ძალიან ძლიერად მივყვებით ამ მიმართულებას", - განაცხადა დანელიამ.

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით გაძლიერების მიზნით ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორიის მშენებლობის, თანამდროვე საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა. პროექტი ევროკავშირის დახმარებით და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსით (800 000 ლარი) განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სრულად არის შესაძლებელი ნებისმიერი ფიტოსაკარანტინო თუ სხვა (არასაკარანტინო) საშიში მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარტინ უარდი.

 

http://commersant.ge

2015.07.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006