logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იყიდება თუ არა გენმოდიფიცირებული სურსათი საქართველოში - ბოლო ორი წლის კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ აღმოჩენილა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კახა სოხაძემ განაცხადა, პროდუქციის შემოწმება მათი სააგენტოს მიერ ორი წელია ხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ აღმოჩენილა. მისივე ინფორმაციით, ძირითადად მოწმდება იმპორტირებული სურსათი, რომელიც, მსოფლიო გამოცდილებით, მიჩნეულია, გმო-ს შემცველ რისკ პროდუქტად.

"ეს არის სოიო და მისი პროდუქტები, სიმინდი და მისი პროდუქტები, კარტოფილის სახამებელი, ბრინჯი და ა.შ. საქართველოში გმო-ინდუსტრია განვითარებული არ არის და ძირითადად. ეს ეხება იმპორტირებულ სურსათს", -განაცხადა კახა სოხაძემ.

სურსათის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის ინფორმაციით, კანონი - "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ" 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, თუმცა სურსათის ხარისხს 2009 წლიდან "სურსათის ეტიკეტირების წესი" არეგულირებდა. 2013 წლიდან კი სისტემატურად ხდება პროდუქციის შემოწმება.

"იმ შემთხვევაში თუ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს უნდა იყოს აღნიშვნა პროდუქციაზე დატანილი. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მეორე წელია კვლევებს ახორციელებს და ლაბორატორიულად იკვლევს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუშების გამოკვლევას.

ეს პროგრამა დღესაც მიმდინარეობს და ჩვენი თანამშრომლები იღებენ ნიმუშებს, გზავნიან შესაბამის ლაბორატორიაში. ეს არის კონტროლის მექანიზმი. თუ გამოირკვევა რომ სურსათი შეიცავს გმო-ს და მასზე არ არის დატანილი ამის შემდომ ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება", - განაცხადა კახა სოხაძემ.

http://www.interpressnews.ge

2015.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006