logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვაჟა ბერიძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გაბედული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ რეფორმაზე კომენტარს აკეთებს ექსპერტი ვაჟა ბერიძე:

,,მთავარია ეს წამოწყება პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი არ გახდეს. ჯანდაცვა ადამიანებისთვის საარსებო მნიშვნელობის სფეროა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბევრი მძიმე დღეები და საათები გადაიტანეს მოქალაქეებმა ოჯახის წევრების პრობლემის გამო. ისინი ყიდდნენ საცხოვრებელს, რჩებოდნენ ღია ცის ქვეშ, ხარჯავდნენ უკანასკნელ დანაზოგებს. მოკლედ, ავად გახდომა ტრაგედია იყო მთელი ოჯახისთვის. 

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა უაღრესად გაბედული ნაბიჯი იყო ჩვენი, არცთუ მდიდარი ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროგრამამ გაამართლა და უადგილო მგონია პოლიტიკური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე ექსპერტების წუწუნი იმის თაობაზე, რომ სოციალური პროგრამები ბიუჯეტს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მომავალში. თუმცა, რა თქმა უნდა, სფეროს რეფორმირება ბოლომდეა მისაყვანი, მიდგომებიც გადასახედია და ხარჯებიც ოპტიმალურადაა დასათვლელი. 

აქ მე გავემიჯნები იმათ, ვინც აპელირებს ჯანდაცვის პროგრამის საყოველთაობაზე – აქაოდა მდიდრებს ამ პროგრამაში ჩართვა არ ეკუთვნითო. ჯერ ერთი მდიდრები და ისინი ვისაც სახელმწიფო დაფინანსება არ სჭირდება მთელი მოსახლეობის  5–7%–ია მხოლოდ. თანაც ისინი და მათი ბიზნესები ავსებენ იმ ბიუჯეტს, საიდანაც თანხების გადარიცხვა ხდება. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვა შემდგომ განვითარებას ითხოვს და ამ მხრივ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მთავრობის მიდგომის სისტემურობაზე მეტყველებს. მოდით, აღვნიშნოთ პოზიტივი მთავრობის საქმიანობაში, იქ სადაც ის არის. 

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საბოლოო ჯამში, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეამცირებს მოქალაქეების მიმართვიანობას ჰოსპიტალურ სექტორზე. თუ ვიქნებით რეალისტურები, უნდა ითქვას, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და საერთოდ პირველადი ჯანდაცვა ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს. ჩემი აზრით, საჭიროა მათი შექმნა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა და ამბულატორიების ტექნიკური აღჭურვის არსებითი გაუმჯობესება. მაშინ პაციენტი შეძლებს გართულებები თავიდან აიცილოს და შესაძლოა ძვირადღირებული ოპერაციებიც კი აირიდოს თავიდან. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შრომატევადი პროცესია და იმედი მაქვს,რომ სამინისტროს, მთავრობას ეყოფა ნება ამ პროცესის სამართავად. პირველადი ჯანდაცვა C ჰეპატიტის ელიმინაციის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, ვფიქრობ, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ დასჭირდეთ ევროპაში და თურქეთში გამგზავრება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო საკუთრივ პირველადი ჯანდაცვა თავიდან აგვაცილებს სერიოზულ გართულებებს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში“, – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

http://commersant.ge

2015.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006