logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იოსებ გოგოლაშვილი – სადაზღვევო კომპანიები კლინიკებსა და აფთიაქების ქსელებს არ უნდა ფლობდნენ

ხელისუფლება სადაზღვევო ბაზარზე თამაშის ახალი წესების ამოქმედებას გეგმავს, რის შედეგადაც კომპანიები მხოლოდ დაზღვევის სერვისებზე კონცენტრირდებიან და თანდათანობით და უმტკივნეულოდ გათავისუფლდებიან სხვა აქტივებისგან. საუბარია კლინიკებსა და აფთიაქების ქსელებზე, რომლებსაც რამდენიმე სადაზღვევო კომპანია ფლობს.

წინა ხელისუფლების დროს, ექსპერტების ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევდა სადაზღვევო კომპანიების მიერ კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების ფლობას და აქტივების გამიჯვნას მოითხოვდა.

მათი თქმით, ერთი კომპანიის ხელში ამ სამი ბიზნესის კონცენტრაცია ზღუდავს როგორც მომხმარებლის არჩევანს, წავიდეს სასურველ კლინიკაში და სასურველ აფთიაქში, ისევე ზოგადად, კონკურენციას ამ ბაზარზე. ამიტომ ისინი ამ სექტორში აქტივების გამიჯვნას მოითხოვდნენ.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ გოგოლაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესით უნდა იყოს დაკავებული და ეს მსოფლიო პრაქტიკაა. 

„სადაზღვევო კომპანია მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესით უნდა იყოს დაკავებული და ეს მსოფლიო პრაქტიკაა. მეტიც – მსოფლიოში სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევასაც კი სხვადასხვა კომპანიები ემსახურებიან და ეს მიმართულებებიც კი გამიჯნულია. საქართველოშიც იგეგმება ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება და ამას ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. თუმცა ამის ხელის ერთი მოსმით აკრძალვა არ შეიძლება და ეს რომ გავაკეთოთ, ამით სადაზღვევო კომპანიებს, ფაქტობრივად, დავანგრევთ. მათთვის რთულია იმ საავადმყოფოების გაყიდვა, რომელთა აშენების ვალდებულება წინა ხელისუფლებამ დააკისრა და რამაც ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ნაწილი კი საერთოდ გააკოტრა.

ჩვენ სხვა, რბილი გზით სიარულს ვაპირებთ – 2016 წლისთვის იგეგმება მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის პრინციპის შემოღება. ეს ნიშნავს იმ მინიმალურ კაპიტალს, რომელიც კომპანიას მოეთხოვება და თუ რამე შვილობილი კომპანია აქვს, ის ამ კაპიტალში ჯდება და ამიტომ ვალდებული ხდება, საზედამხედველო კაპიტალი გაზარდოს. ამიტომ მას აღარ უღირს  მინიმალური კაპიტალის დატვირთვა და იძულებულია გაყიდოს წამგებიანი ბიზნესი. საზედამხედველო კაპიტალი ბაზარზე თანდათანობით ჩამოაყალიბებს ისეთ ვითარებას, რომ კომპანია გადავა მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესზე. ამას ნელნელა გავაკეთებთ და არა შოკური მეთოდებით. კომპანიები უკვე გაფრთხილებულნი არიან და ისინი დროთა განმავლობაში ორიენტირებულნი გახდებიან მხოლოდ ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების მიწოდებაზე. სადაზღვევო და სამედიცინო ბიზნესი სრულიად სხვადასხვა სფეროებია და მათი გამიჯვნა აუცილებლად მოხდება საქართველოში ისევე როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოშია,“ – აცხადებს გოგოლაშვილი. 

მაია ბუთბაია

http://commersant.ge

2015.07.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006