logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ამირან გამყრელიძე: სოფოსბუვირით C ჰეპატიტის განკურნების ეფექტი 90-95% -ია

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჯანდაცვის თვალსაზრისით უმიშვნელოვანესია. მსოფლიოში C ჰეპატიტით 180 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ეს გახლავთ 21-ე საუკუნის, გლობალური ჯანმრთელობის უზარმაზარი გამოწვევა. საბედნიეროდ, ბოლო 3-4 წელიწადში C ჰეპატიტის მკურნალობაში ახალი გენერაციით სერიოზული გარღვევა მოხდა. შეიქნმა ე.წ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული სოფოსბუვირის მსგავსი პრეპარატები, რომლებმაც C ჰეპატიტის მკურნალობაში რევოლუციური გარღვევა მოახდინეს. განკურნების ეფექტი 90%-დან  ხშირად 95%-ს სცილდება" - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამ პროგრამაში ჩასართავად დღეისთვის 5000-მდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, რომლებიც გამოკვლევებს გადიან, შემდეგ ეს მონაცემები იგზავნება სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში, სადაც ექსპერტები იხილავენ და გადაწყვეტილებას იღებენ მკურნალობის ჩართვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანია ჩართული მკურნალობაში.

2001-2002 წელს თბილისში ჩატარდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 6,7 %-ში იყო რელევანტობა, ანუ გავრცელება. ამის შემდეგ ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა.

მაისში დაიწყო დიდი კვლევა, რომელიც 3 თვეში, ანუ აგვისტოს შუა რიცხვებში დამთავრდება. ყველა რეგიონში 7000-მდე ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკვლევა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. გამოკითხვა სპეციალური კითხვარით ხდება. შემდეგ ხდება სისხლის კვლევა C და B ჰეპატიტის ვირუსებზე. ეს მონაცემები შეჯამდება აგვისტოს შუა რიცხვებში.

ბ-ნი ამირანი აღნიშნავს, რომ საზოგადოების აქტიურობა საკმაოდ მაღალია. აპრილის ბოლოს პროგრამაში თბილისის 4 სტაციონარი იყო ჩართული, ხოლო დღეს ასევე ქუთაისის 2 კლინიკა, ბათუმისა და ზუგდიდის კლინიკებიც.

პირველ ეტაპზე არის გარკვეული შეზღუდვა, მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები, ანუ მძიმე პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად ყველა ჩაერთვება. საკმოდ ინტენსიურია მიმართვა თბილისში ლოკალიზებული დაწესებულებებისადმი. იმედია, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ჩართვის შემდეგ დედაქალაქი უფრო განიტვირთება.

სამთვიანი მკურნალობის პირველი შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება. მკურნალობაში ჩართული ბენეფიციარებისთვის პრეპარატი საკმარისია. ხელმოწერილია ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და გილდიას შორის. პრეპარატის მეორე პარტია შემოვა აგვისტოში, შემდგომ პრეპარატი შემოვა თანდათანობით. წელს განსაზღვრული იყო 5 000 ადამიანის მკურნალობა. მაგრამ, სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. შემდეგ კი ყოველწლიურად 20-20 ათასი ადამიანის მკურნალობაა დაგეგმილი.

პროგრამაში წერია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალქისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის  პროგრამა ხელმისაწვდომია. მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ, ზუგდიდში გაიხსნა სამკურნალო სახლი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საქართველოში მიიღებენ მკურნალობას, არავითარი პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვახტანგ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, შესაბამისი კომისია მუშაობს ამ საკითხზე. ისინი აყალიბებენ სპეციალურ კრიტერიუმებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა როგორ მიიღონ ეს სარგებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვით.

ეს პროგრამა ღიაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. 

ამირან გამყრელიძის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ძალიან დიდი იმედებია. ამიტომაც შემოდის ხმარებაში სიტყვა ელიმინაცია. დღემდე სრულად ელიმინირებულია, ანუ სრულად აღმოფხვრილია მხოლოდ ერთი დაავადება, ეს არის ყვავილი, რომელიც იმართებოდა ვაქცინით. ახლა რიგში დგას პოლიომელიტი, რომელიც მხოლოდ 3 ქვეყანაშია დარჩენილი. ესეც ვაქცინებით მართვადი დავადებაა და იმედია 4-5 წელიწადში აღმოიფხვრება. ჩრდილოეთ ამერიკაში სრულად აღმოფხვრილია წითელა და წითურა. ევროპა 2020 წლამდე ფიქრობს წითურას აღმოფხვრას, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ვაქცინების საშუალებით.

"ამ პროექტებს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. საქართველო ამ მხრივ ლიდერ ქვეყნად გამოიკვეთა. ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას მოახდენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის." - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

http://www.ipress.ge

2015.07.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006