logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

შავ ზღვაზე ტურისტული სეზონის გახსნის პარალელურად, სულ უფრო მატულობს საქართველოს საზღვაო კურორტებზე დამსვენებელთა რიცხვი. რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის?

აჭარის რეგიონში შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, – ამის შესახებ აჭარის გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ განაცხადა.

პაპუნიძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დაწყებიდან შავი ზღვის წყლის მონიტორინგი სისტემატურად, 10 დღეში ერთხელ ხორციელდება. შემოწმება კი ექვსი ინგრედიენტით, აჭარის რეგიონში, 8 წერტილში სარფიდან ჩოლოქამდე ტერიტორიაზე ხდება.

"საბანაო სეზონი მაისის თვიდან დაიწყო, ჩვენც შესაბამისად ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ვახორციელებთ. შერჩეული გვაქვს მოსახლეობისა და დამსვენებლის აქტიური დასვენების 8 წერტილი. გავდივართ მცურავი საშუალებით, კატერით და ვიღებთ სინჯებს. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს შესაბამის ლაბორატორიასთან რომელსაც აქვს საერთაშორისო, ISO სტანდარტი და სინჯების აღებიდან ყოველ მეხუთე დღეს გვაქვს შედეგები.

შეიძლება ითქვას, რომ დღემდე წარმოდგენილი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მთელს პერიმეტრზე არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს გაცილებით უკეთესია ზღვის წყლის ხარისხი, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. უკეთესობისკენ ცვლილებები განაპირობა იმან, რომ ბათუმში გამართულად მუშაობს ფეკალური და საყოფაცხოვრებო წყლების გამწმენდი ნაგებობა", - განაცხადა ნუგზარ პაპუნიძემ.

გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა სარფსა და კვარიათშია, სადაც ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმასთან შედარებით 15-ჯერ უკეთესია.

 

ჯონი პატარკაციშვილი

http://www.ambebi.ge

2015.06.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006