logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადების პირველი ეტაპი დაასრულა

თბილისის მერიის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით  ტრენინგკურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  60-მა პირმა გაიარა.

ტრენინგის მონაწილეებს დღეს თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარდოშვილი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროექტი გაგრძელდება და ივლისში ახალი ნაკადის გადამზადება დაიწყება.

"60-მდე ადამიანი გადამზადდა იმისთვის, რომ მათ უფრო მარტივად მოახერხონ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირება, კერძოდ კი თავისუფლად შეძლონ სამსახურის პოვნა და დასაქმება. აღნიშნული კურსის შემდეგ მათ  შესაძლებლობა ექნებათ გაცილებით მარტივად და სწორად მოძებნონ თავიანთი უნარების შესაბამისი სამუშაო. ამ ტრენინგს აუცილებლად მოყვება გაგრძელება. ჩვენ, მუნიციპალიტეტი შევეცდებით ამ ადამიანებმა სამომავლო დასაქმების მიზნით სხვადასხვა სტრუქტურებში სტაჟირება გაიარონ",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროექტს, რომელიც თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების გადამზადებას გულისხმობს, თბილისის მერია  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანი შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი  დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტი პირველ ივნისს დაიწყო და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდა. ტრენინგკურსი სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდვის მქონე, მათ შორის სმენადაქვეითებულმა და მხედველობადაქვეითებულმა, 60-მა პირმა გაიარა.

ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი - ტესტირება, გასაუბრება.  საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილეების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.

მერია თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების გადამზადების პროექტის გაგრძელებას გეგმავს. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ.

http://tbilisi.gov.ge

2015.06.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006