logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და 15 ივნისის მდგომარეობით მათი საჭიროებები აღწერა.  

თბილისის მერიამ დაზარალებულთა განთავსების ადგილებზე მიიყვანა მე-16 შერეული პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაესაუბრნენ დაზარალებულებს, სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო მედიკამენტების იდენტიფიცირება მოახდინეს. 

თბილისის ცხრა სასტუმროში გასაუბრება 44 ოჯახის წარმომადგენელთან მოხდა. 15 ივნისის მდგომარეობით, 173 ადამიანი აღირიცხა, საიდანაც 101 ქალი, 72 კაცი და 43 – 18 წლამდე ასაკის ბავშვია, მათგან 18 ბავშვი 6 წლამდეა. სტიქიით დაზარალებულთა გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ 33-ს ესაჭიროება სხვადასხვა მედიკამენტი, 34-ს - სამედიცინო გამოკვლევა და 12-ს - ფსიქოლოგიური დახმარება. 

თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს პირველადი სააფთიაქო საჭიროებებით უზრუნველყოფს. მედიკამენტებით თბილისის მერიას „ავერსი“, „PSP“, „სახალხო აფთიაქი“, „GPC“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ მოამარაგებენ. ასევე, მათ, ვისაც სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროება, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან კოორდინაციით, ეს მომსახურება გაეწევათ. 

ამასთან, თითოეულ სასტუმროში იმორიგევებენ „ავერსის“ ოჯახის ექიმები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ხოლო ბავშვებისთვის ადგილზე პედიატრების ვიზიტი განხორციელდება. 

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მეორე ნაწილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება.


http://tbilisi.gov.ge

2015.06.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006