logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

2015 წლის 12 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია  სლოგანით

გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრისვ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  და სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

პრესკონფერენციაზე მოხდება სისხლის უანგარო, რეგულარული დონორებისა და უანგარო დონორობის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოება და  სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია (donori.ncdc.ge).

ყოველწლიურად 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს  სისხლს. 

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით. 2015 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 11 სისხლის ბანკი. 

2014 წლის მონაცემებით, უსაფრთხო სისხლის სახ. პროგრამებში მონაწილე სისხლის ბანკებში განხორციელდა 56,456 დონაცია, მათ შორის 30%-მდე უანგარო დონაცია, რაც თითქმის 10%-ით მაღალია წინა წელთან შედარებით.

2011-2014 წლებში დონორთა საერთო რაოდენობიდან იმ პირების წილი, რომლებმაც სისხლი პირველად ჩააბარეს, 8%-დან  28%-მდე გაიზარდა.


ძირითადი 
ფაქტები:

  • ყოველწლიურად, მსოფლიოში 107 მილიონი სისხლის დონაცია ხორციელდება. დაახლოებით ნახევარი მაღალი შემოსავლების ქვეყნებში გროვდება (სადაც მსოფლიო მოსახლეობის 15% ცხოვრობს);
  • დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დონორთა სისხლის  65% ძირითადად  5 წლამდე ასაკის ბავშვებს ხმარდებათ. რაც შეეხება  მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს, აქ, 65 წლის და მეტი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები საჭიროებენ სისხლის მარაგის დაახლოებით 76%–ს;
  • 2004 წლიდან 2011 წლამდე უანგარო დონაცია 7.70 მილიონით გაიზარდა. დღესდღეობით, 71 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 90%–ს უანგარო დონორები უზრუნველყოფენ, თუმცა, 73 ქვეყანა კვლავ ოჯახის წევრებსა  და ფასიან დონორებზეა დამოკიდებული;
  • 151 ქვეყნიდან მხოლოდ 41 ქვეყანა ამზადებს პლაზმის ფრაქცირების შდეგად სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს(PDMPs), მაშინ როცა 110 ქვეყანა აღნიშნული პრეპარატის იმპორტირებას ახდენს;
  • 62 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 100%-ს უზრუნველყოფენ უანგარო დონორები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია 2020 წლისთვის ყველა ქვეყანამ უზრუნველყოს სისხლის სარეზერვო მარაგის შევსება  100%-ით უანგარო დონაციის გზით;
  • ყოველწლიურად სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებისა და  ხარისხის   გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. მნიშვნელოვანია დედათა და პერინატალური დახმარების კუთხით;
  • ბევრ ქვეყანაში სისხლზე მოთხოვნა  არსებულ მარაგს აღემატება და სისხლის ბანკები ხშირად  საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას აწყდებიან  ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით;
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია, 2020 წლისთვის  სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში   მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას;
  • 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდებ დონორის სისხლის ტესტირება ერთი ან მეტი ტრანსფუზიის გზით გადამდებ  ინფექციებზე (შიდსი, C და  B ჰეპატიტი, სიფილისი).

საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ თავიანთი წევრების  მხარდაჭერა  ამ საქმიანობის განხორციელების საქმეში.     


გაიღე სისხლი უანგაროდ, გაიღე ხშირად,

სისხლის დონორობა მნიშვნელოვანია!

 

http://www.ncdc.ge

2015.06.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006