logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იცოცხლე, კარგი იყოს სრულფასოვანი კვება, მაგრამ რა ღირს?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოცემულ წიგნში "ჯანსაღი კვება - ჯანმრთელობის მთავარი გასაღები" გარკვევით არის აღწერილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის სრულფასოვან კვებას.
წიგნში მითითებული რაციონის: ბურღულეულის, ხილ-ბოსტნეულის, ხორცის, კვერცხის, რძის პროდუქტებისა და ა.შ. დღიური ულუფა რომ გადავიანგარიშეთ ლარებში, გამოვიდა, რომ ერთი ადამიანის კვებისთვის 6 ლარი მაინც არის საჭირო.
საგანგაშოა დემოგრაფიული მდგომარეობა, 2006 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად 1 პროცენტით ვმცირდებით. შობადობა რომ ნაკლებია, გასაგებია, მაგრამ საკმაოდ იზრდება ნაადრევი სიკვდილის ფაქტები.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორების ერთი ნახევარი ცხოვრების წესსა და ქცევებზე მოდის, ხოლო მეორე ნახევარი - გარემოზე, გენეტიკასა და ჯანდაცვის სისტემაზე.
ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა ამბობს, რომ სიცოცხლე დამოკიდებულია სოციალურ ფონზე. არის უამრავი სტრესი, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, რაც უარყოფითად აისახება მოქალაქეებზე. ძალიან დაბალია სამედიცინო განათლების დონე. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქართველოში რომ სიტუაციაა, ისეთი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის, შეიძლება იყოს აფრიკის რომელიღაც მიყრუებულ რაიონში, - დასძენს ის.
სტატისტიკით, დაავადების ნახევარზე მეტი (74,4 პროცენტი) გულსისხლძარღვთა დაავადებებია. მიზეზი - ნერვიული სტრესები, მძიმე სოციაური ფონი, გამონაბოლქვი, ალკოჰოლი და თამბაქო. მეორე ადგილს ონკოლოგიური დაავადებები იკავებს. 2005 წელს 6 ათასი ადამიანი დაღუპულა კიბოთი. ყველაზე საუბედურო ის არის, რომ გამოვლენა ხდება მეოთხე სტადიაზე (42 პროცენეტი), ანუ მაშინ, როცა განკურნება შეუძლებელია. დეპარტამენტში ამის მიზეზად უყურადღებობას ასახელებენ, თუმცა უფრო საფიქრებელია ეს ეკონომიკური ფაქტორით იყოს გამოწვეული. უსახსრობის გამო უკიდურეს მდგომარეობამდე არ მიდიან ექიმთან.
1998 წელთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი ფსიქიური აშლილობები. მატულობს ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი. როცა დაავადება შორს არის წასული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წამლები არ შველის, პაციენტებს კი არა აქვთ ძვირიანი წამლის საყიდელი თანხა. არადა ყველამ ვიცით, რომ ტუბერკულოზი სოციალური დაავადებაა და იგი ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებს თითქმის არც ემართებათ. მატულობს დიაბეტი, ტრავმატიზმი, ინფექციური დაავადებები (უმეტესად ბავშვებში).
და მაინც, უმთავრესი სიცოცხლისათვის არის კვების ფაქტორი. 2005 წელს საქართველოს ხუთ რეგიონში ჩაატარეს კვლევა, თუ რა მდგომარეობა იყო კვების მხრივ. გამოკითხულთა დიდ უმრავლესობაში დარღვეული იყო სრულფასოვანი კვების პრინციპი. რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხორცი, თევზი, კვერცხი და ბოსტნეული, ხოლო პური და მაკარონი ნორმაზე მეტი მიიღო 70 პროცენტმა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანთა უმეტესობა ვერ ზრუნავს იმაზე, რომ საჭირო ენერგეტიკული ღირებულების საკვები მიიღოს, არამედ მთავარია დანაყრდნენ, მოიკლან შიმშილის გრძნობა. მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არაა საჭირო სურსათის ყიდვა (მათი მაღალი ფასებიდან გამომდინარე).
ასე რომ, თუ გვინდა ვიყოთ მხნე და ჯანმრთელი, უნდა ვიაროთ ფეხით ნახევარი საათი მაინც, მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე, გავთავისუფლდეთ უარყოფითი აურისაგან, ნუ მოვწევთ, მივიღოთ ცოტა ალკოჰოლი და მთავარი - მივირთვათ ყოველდღე ხუთი სახეობის სხვადასხვა ფერის ხილი და ბოსტნეული (!). მაგრამ არის სხვა სადარდელიც: რამდენად საღი და უვნებელია ის საკვები, რაშიც ვიხდით ჩვენი სიმწრისგან გაშავებულ თეთრებს. ხომ არ ვყიდულობთ სიკვდილს?!

თეა მოსია

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2007.06.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006