logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "წამლების გაძვირება თუ კრიტიკულ ზღვარს გაცდება, სახელმწიფო მექანიზმებს შემოიღებს"

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ხუნდაძემ პრესკონფერენციისას განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ამ პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“ არ არის ერთჯერადი პროგრამა და მითუმეტეს, მმართველი პარტიის PR კამპანია. სახელმწიფომ ამ პროგრამით აიღო ვალდებულება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის ზრუნვაზე და ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს.

პროგრამის დაწყების დღიდან, თითქმის ყოველდღიურად ისმის ჩვენი ოპონენტების პესიმისტური კომენტარები, თითქოს ეს პროგრამა 3 თვეში დასრულდება, 6 თვეში დასრულდება, ფული არ გვყოფნის და ა.შ. ასე ნამდვილად არ არის, გაკეთებულია აბსოლუტურად სწორი გათვლები და პრობლემის მიმდინარეობას არც მომავალში შეექმნება საფრთხე“,– განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, წინასწარ პროგნოზირებულ ბიუჯეტს მიმდინარე წელს დაემატა 137 მილიონი. პირველ კვარტალში დაიხარჯა ზუსტად იმდენი, რამდენიც პროგნოზირებული იყო, ხოლო მეორე კვარტალში არის უფრო მეტი დანახარჯი, ვიდრე გადანაწილებული იყო კვარტალურად. 

„ამას აქვს თავისი ახსნა, როგორც იცით 2014 წლის სექტემბერში ამოქმედდა ამ პროგრამის მესამე ნაწილი, პენსიონერები, სტუდენტები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც კერძო სადაზღვეო კომპანიები ემსახურებოდნენ, ისინიც გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. სწორედ, 2014 წლის ბოლო თვეებში მოჭარბებული პაციენტებისთვის გადასარიცხი თანხების მიწოდება მოხდა მიმდინარე წლის პირველი 3-4 თვის შემდეგ, რამაც გამოიწვია დანახარჯების დისპროპორცია. არსებული მონაცემებით, უკვე აპრილის თვიდან, მომართვიანობა არის ნავარაუდევ ზღვარზე დასული და ამდენად, დანახარჯებიც იქნება შესაბამისი, როგორც არის განსაზღვრული“, – განმარტა ხუნდაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაღუპავს საქართველოს ჯანდაცვას. „პროგრამაზე 30 ივნისამდე 236 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. დღევანდელი, 6 ივნისის მდგომარეობით 233 მლნ უკვე დახარჯულია. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვის დასახარჯი 5 თვეში გახარჯა. გაგახსენებთ: დავით სერგეენკომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ თვეში 40 მლნ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო. სინამდვილეში 46 მლნ ლარი იხარჯება. ეს კი ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს პროგრამას დაახლოებით 40 მლნ-იანი გადახარჯვა ექნება, წლის ბოლოს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 80 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან. სხვა წყაროები რამდენად არსებობს, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია", - განაცხადა ჭაბერაშვილმა.

ხუნდაძემ ჭიაბერაშვილის მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფერო ზუსტი მეცნიერება არ არის და გარკვეული უზუსტობები თანხის განაწილებისას შესაძლებელი და დასაშვებია, თუმცა სახელწიფოს ბიუჯეტს გააჩნია იმდენი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხევვაში, თანხის დამატება მოხდეს. „ახლაც, როცა საუბარია ბიუჯეტის კორექტირებაზე, ეს კორექტირება ჯანდაცვის სფეროს შეიძლება შეეხოს მხოლოდ დამატებითი თანხის გამოყოფის კუთხით“,– აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების თვალსაზრისით, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ფიქრობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მოხდეს ბიუჯეტის მიერ გაცემული ხარჯების ოპტიმიზაცია და მთლიანად სექტორში გაიზარდოს ხარჯეფექტიანობა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს სერგო ჩიხლაძეს კი მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე რღვევას იწყებს და რაც დროზე გააცნობიერებს სამინისტრო, რომ საჭიროა ახლებური რეფორმა და სხვა მიდგომები, მით მეტი შანსი იქნება ჯანდაცვის სფეროს გადასარჩენად. 

რამდენიმე დრის წინ ჯანდაცვის სექტორის კვლევის თაობაზე განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციამ, ასოციაციის ექსპერტთა აზრით, პირველადი შედეგები იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გარკევეულ კორექტივებს საჭიროებს, რათა მომავალში ეს და კიდევ ჯანდაცვის სხვა პროგრამული ხარჯები მძიმე ტვირთად არ დააწვეს ბიუჯეტს. აფბას ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის სექტორის რეორგანიზებისას სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა, რაც მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მის ქართულ სპეციფიკაზე მორგებას გულისხმობს, მართებული ხედვაა და შედეგს მოიტანს.

დიმიტრი ხუნდაძე ასევე გამოეხმაურა მედიკამენტების გაძვირების პროცეს. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესის შემაკავებელი პირდაპირი ბერკეტი სახელმწიფოს არ გააჩნია. „ბაზარზე არის დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტი, ფასთა ნამატი დაფიქსირებულია დაახლოებით 450 პრეპარატზე, აქედან 90 პრეპარატი არის პირველადი მოხმარების. ჩემი აზრით, მდგომარეობა არ არის საგანგაშო, თუმცა ერთი პრეპარატის გაძვირებაც კი, მითუმეტეს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ ზრდა გაგრძელდება, გადალახავს კრიტიკულ მიჯნას და მასშტაბურად შეეხება პირველადი მოხმარების მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ მექანიზმებს შემოიღებს, იქნება ეს ფასების ზედა ზღვრის დაწესება თუ სუბსიდირების კონკრეტული პროგრამების ამუშავება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

http://ipress.ge

2015.06.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006