|
|
|
|
სადაზღვევო კომპანია ალფა 6 წლის იუბლეს ახალ ოფისში ხვდება
|
9 ივნისს "სადაზღვევო კომპანია ალფა" თავის იუბილესთან დაკავშირებით ახალ ოფისს ხსნის (ალ.ყაზბეგის 16). ამ შენობაში განთავსებულია სადაზღვევო კომპანია ალფას სხვადასხვა სამსახურები. სადაზღვევო კომპანია ალფა 100 %–ით ქართული კაპიტალით არის დაფუძნებული. ალფას მაღალკვალიფიციური გუნდი კორპორატიულ დაზღვეულებთან ერთად ემსახურება ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებს როგორიც არის: საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, აღსრულების ბიურო, შემოსავლების სამსახური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მრავალი სხვა დაწესებულება თუ ორგანო. ალფა თავის დაზღვეულებს მომსახურებას 200-ზე მეტ პროვაიდერ კლინიკაში სთავაზობს. ალფას ბაზარზე წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ქონების, ავტო, ტვირთების, პასუხისმგებლობის და სხვა სადაზღვევო პროდუქტები.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები და ავერსის ხელმძღვანელები.
დღის განრიგი:
13:00 - გახნა; 13:30 – შენობის დათვალიერება; 14:00 – ალფას დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე; 14:05–საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი იოსებ გოგოლაშვილი; 14:10 – ალფას გენერალური დირექტორი მაკა სოლოღაშვილი; 14:15 – თავისუფალი პროგრამა ჯგუფი "The Goblins".
სადაზღვევო კომპანია ალფა
2015.06.09
|
|
|
|
|
|