logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნინა ხატისკაცი შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან დაკავშირებით კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი საქართველოში გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებით კონფერენციას დაესწრო.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე,  შვედეთიდან ჩამოსული ექსპერტები ოლა ბაკლე (კონვენციის იმპლემენტაცია) და ანიკა აკენბერგი (შშმ პირთა მონიტორინგის საკითხები).

ორდღიან კონფერენციაზე (8-9 ივნისი)  გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. უცხოეული ექსპერტები მონაწილეებს გააცნობენ, რა მექანიზმები არსებობს  დოკუმენტის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში,   ძირითადად -  შვედეთში. 

მონაწილეებმა გამართეს პრესკონფერენციაც, სადაც   მედიას კონფერენციის შესახებ   დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„უპრეცედენტოა ის პროგრამები და პროექტები, რომელიც წელს დაიგეგმა და ხორციელდება შშმ პირთა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით“,-განაცხადა ნინა ხატისკაცმა. თუმცა, მისივე თქმით,  არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.  ამიტომ, თბილისის მერია, ნინა ხატისკაცის განცხადებით, 2016 წელს კიდევ უფრო აქტიური იქნება ამ მიმართულებით. 

კონფერენციის პარალელურად, გაიხსნა შვედეთსა და საქართველოში ნაწარმოები დამხმარე საშუალებების დემონსტრირება და ფოტო გამოფენა “AccessAbility - ფიზიკური გარემოს მიღმა“, რომელიც შვედურმა ინსტიტუტმა ქართველ პარტნიორებთან ერთად მოამზადა. გამოფენაზე წარმოდგენილია შეზღუდული  შშმ პირების ფოტო საქართველოდან და შვედეთიდან, ასევე, ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან. სპეციალური აპარატურის საშუალებით გამოფენის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ უსინათლო, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს.

კონფერენციის გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

ღონისძიებას შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედური ინსტიტუტი, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობდნენ.

http://tbilisi.gov.ge

2015.06.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006