logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "გლობალ ალიანსმა" ქართულ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა

"გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" წევრებს გააცნო "ალიანსის" გეგმები და ხედვები საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული გრძელვადიანი შეთანხმებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ევროკავშირის სტანარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კონტექსტში.

ბატონმა მალკინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების ჯანდაცვის სრულყოფის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას საერთო მიზნისათვის თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სამედიცინო ასოციაცია და ექსპერტია გაერთიანებული.

სამედიცინო პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული კითხვებით მიემართათ "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტის ჟან-ელი მალკინისა და ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს აღმასრულებელი მდივნის ლაშა ზაალიშვილისადმი.

სამედიცინო ასოციაციების წევრები მოწონებით შეხვდნენ შეთავაზებულ თანამშრომლობას და სურვილი გამოთქვეს აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს სამუშაო ჯგუფებში. საბჭოსთან შექმნილია 14 სამუშაო ჯგუფი, სადაც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები პროფილურად მიიღებენ მონაწილეობას.

"გლობალურ ალიანსსა" და საქართველოს მთავრობას შორის მოქმედი შეთანხმება ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემის მართვის ინოვაციური პროგრამების შემუშავებას, საქართველოს ჯანდაცვის სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, გარანტირებულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

http://ipress.ge

2015.05.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006