logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრესკონფერენცია სლოგანით: "შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა"

2014 წლის 29 მაისს 14:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში "თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღის" აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით

შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინიციატივა კამპანია თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვებისათვის ევრაზიის რეგიონის დირექტორი. ასევე, სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეკონფერენციაზე ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: თამბაქოს კონტროლის სფეროში უკანასკნელი წლების პროგრესის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ფისკალური პოლიტიკა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლი - მიზნები და მიერთების მნიშვნელობა, ცენტრის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები თამბაქოს კონტროლის დარგში.

ყოველწლიურად, 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს (WNTD). ამით  ხაზს უსვამენ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს და მოუწოდებენ სახელმწიფოებს თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ეფექტური პოლიტიკის დანერგვისკენ.

2015 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღე ეძღვნება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას და მოუწოდებს ქვეყნებს გაერთიანდნენ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხში.

კვლევებით, მათ შორის გლობალური საბაჟოს საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფომაციით, მსოფლიოში ყოველი მოხმარებული 10-დან 1 ღერი თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საგანია. ევროპის კომისიის შეფასებით, თამბაქოს უკანანო ვაჭრობით დაკარგული გადასახადი და საბაჟო შემოსავალი ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო უჯდება.

თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანს კლავს, მათ შორის 600 000-ზე მეტი არის არამწეველი, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის შესუნთქვის შედეგად იღუპებიან. თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება, ეპიდემია 2030 წლისთვის ყოვეწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ვარაუდობენ, რომ ამ თავიდან აცილებადი სიკვდილის შემთხვევებიდან 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.

კამპანიის მიზანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანახოს საზოგადოებას თუ რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა ჯანდაცვის და თამბაქოს კონტროლის პროგრამების ეფექტზე, თამბაქოს ნაწარმზე ფასებისა და გადასახადების ზრდის და სიგარეტის კოლოფებზე სამედიცინო გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების დატანის პოლიტიკაზე. აჩვენოს, რომ თამბაქოს ინდუსტრია ხშირად ჩართულია ასევე თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობაში. ხაზი გაუსვას იმას, რომ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის უზარმაზარი შემოსავალის წყაროა ორგანიზებული კრიმინალური აქტივობების, მათ შორი ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის. ხელი შეუწყოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის რატიფიკაციას და მის ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ყველა მხარისათვის; ასევე მის ძალაში შესვლას ყველა რელევანტური მხარის ჩართვით.

თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის და უბიძგებს ახალგაზრდებს თამბაქოს მოხმარებისკენ. უკანონო ვაჭრობით გადასახადები მთავრობის ნაცვლად, რომელსაც შეეძლო ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებში დაეხარჯა, კრიმინალების ხელში გადადის. უკანონო ვაჭრობა აძლიერებს  კორუფციას და  ასუსტებს მართვის კარგ სისტემას. თამბაქოს კომპანიები იყენებენ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში არსებულ ყველა შესაძლო ხარვეზს და ხელს უწყობენ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას.

 თქვენც შემოგვიერთდით

შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა


უფრო ვრცლად>>>

 

http://www.ncdc.ge

2015.05.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006