logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის ტრენინგის ხმელთაშუაზღვის რეგიონის პროგრამის შემდგომი კონსოლიდაცია და განვითარება

თბილისში 25-26 მაისს გაიმართება შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების რეგიონული შეხვედრა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ეპიდემიოლოგიური სამსახურების და უნივერსიტეტების წარმომადგენლების, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მადრიდის კარლოს მესამის ინსტიტუტის ექსპერტებისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (MediPIET) სათათბირო საბჭოს წევრების მონაწილეობით; შეხვედრის მიზანია გამოცდილების გაზიარება და MediPIET-ის ქსელში შავი ზღვის ქვეყნების  გაწევრიანების  მნიშვნელობის შეფასება.

საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების საერთაშორისო და იბერო–ამერიკული  ფონდი (FIIAP) და კარლოს მესამის ჯანდაცვის ინსტიტუტი (ესპანეთი) ახორციელებს ევროკავშირის ხმელთაშუაზღვის რეგიონის სასწავლო პროგრამას, რომელიც ინტერვენციულ ეპიდემიოლოგიაში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. მისი განხორციელების მიზანია ჯანდაცვის უსაფრთხოების გაძლიერება საველე ეპიდემიოლოგთა ტრენინგებისა და მათ მიერ გამოცდილების გაზიარების საშუალებით, საველე ეპიდემიოლოგთა ქსელის ჩამოყალიბება, რათა ადვილად მოხდეს მათი მობილიზება  ტრანსსასაზღვრო არეალში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში.

აღნიშნული პროგრამა რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც დღეისათვის ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის გაფართოებისა და სამხრეთ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებზე. ეს პროექტი ევროკავშირის სხვა წარმატებული წამოწყებების (EPISOUTH პროექტი და EPIET–ის პროგრამა) ლოგიკური გაგრძელებაა.

პროექტის მთავარი მიზნებია რეგიონის ქვეყნებში დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და პრევენციის გაძლიერება და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არსებული რისკების კონტროლი, სათანადო კომუნიკაციების, ტრენინგების, ინფორმაციის გაცვლისა და ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით.

MediPIET–ის მოსამზადებელი სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და დასრულდა 2014 წლის ბოლოს. ამ ორი წლის მანძილზე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) შეიმუშავა და საფუძველი ჩაუყარა სტაბილურ საწვრთნელ პროგრამას ინტერვენციულ ეპიდემიოლოგიაში. პროგრამა ითვალისწინებს „სწავლა–პრაქტიკული საქმიანობა“ მიდგომას და გამიზნულია შემდეგი ქვეყნების პროფესიონალების, საწვრთნელი ინფრასტრუქტურის, ტრენერთა და სუპერვაიზორთა რეგიონული ქსელისათვის: ალბანეთი, ალჟირი, ბოსნია–ჰერცეგოვინა, ეგვიპტე, იორდანია, კოსოვო, ლიბანი, ლიბია, მონტენეგრო, მაროკო, პალესტინა, სერბეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია და ტუნისი. ისრაელი და თურქეთი დამკვირვებლებად მონაწილეობენ.

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, ევროკომისიამ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) გამოცდილების გაზიარების ცენტრების სხვადასხვა შეხვედრებზე გამოხატა დაინტერესება აღნიშნულ საკითხში. ევროკავშირის სურვილით გაფართოვდა MediPIET-ის პროგრამის ფარგლები და მასში ჩაერთვნენ საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა.

რაც შეეხება MediPIET-ის პროექტის განხორციელებას საქართველოში, ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ, მისი მართვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიანდო (დკეც). დკეც, რომელიც ქვეყანაში დაავადებათა ეპიდზედამხედველობასა და კონტოლზეა პასუხისმგებელი და აშშ CDC-ის სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიის საწვრთნელი პროგრამის განხორციელების ადგილს წარმოადგენს, MediPIET-ის სასწავლო ცენტრად მოიაზრება, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

MediPIET-ის პროგრამა სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სასწავლო პროგრამასთან (FELTP) ერთად გამოყენებით ეპიდემიოლოგიაში დამატებითი კადრების მომზადების პრესპექტივას იძლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აქტიურ მონაწილეობა მიიღეს პროგრამისთვის სწავლების საჭიროებათა შეფასებაში. შეხვედრაზე განიხილება MediPIET-ის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტები (მაგ., საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კურიკულუმი, სასწავლო ცენტრების, სუპერვაიზორთა და მომავალ სტუდენტ–კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და ა.შ.).

http://www.ncdc.ge

2015.05.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006