logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარჯეფექტური და ამავდროულად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა“

ჯანდაცვის სექტორში მიღწეულ და აღიარებულ წარმატებებთან ერთად მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. ეს საკითხები განსაკუთრებით ლარის დევალვაციის ფონზე გამწვავდა.

გარკვეულწილად გაძვირდა პროდუქტი და მომსახურება, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ფასების ზრდა მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებსაც შეეხოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ ამ წუთამდე სამინისტრო სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას ახერხებს.
 
"ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ არის ისეთი აქტუალური, როგორიც, ვთქვათ, თუნდაც ამ ორი თვის წინ იყო. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს სხვადასხვა კლინიკებთან და არწმუნებდნენ მათ, რომ უკიდურეს და გარდაუვალ მომენტამდე არ გაეძვირებინათ სერვისი. სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდებოდა ჩვენს თხოვნასა და არგუმენტებს. ეს კრიტიკული პერიოდი უკვე გადავლილია. ხედავთ, რომ ლარის გამყარების პროცესი დაწყებულია და იმედია, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. ამდენად, ჩვენ არ ველით ფასების მასშტაბურ ზრდას. ასეთი სამწუხარო რეალობა რომც დადგეს და მედიკამენტებსა თუ სერვისებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდოს, რაიმე სპეციალური მექანიზმი ამის შესაჩერებლად არც არსებობს. მე გეტყვით, რომ სანამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არ არის გამძაფრებული, ზომები ვერც იქნება მიღებული, მაგრამ თუ ეს პრობლემა კრიტიკულ ზღვრამდე გართულდა და ფასების ზრდამ თავის მაქსიმუმს მიაღწია, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის შესაბამის სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. საამისო კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი მექანიზმია ფასების ზედა ზღვარის, ან რიგ შემთხვევებში სუბსიდიის დაწესებაა“,  - თქვა ვალერი კვარაცხელიამ.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, შემოდგომაზე ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პირველადი მოხმარების მედიკამენტების  ჩართვასაც გეგმავს, რაც მათზე ხელმისაწვდომობას გააადვილებს და გაზრდის. კვარაცხელიას განცხადებით, ის "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ხელისუფლებისადმი  მიმართვას ემხრობა და სწორად მიიჩნევს, ისეთი ოპტიმალური სისტემის შემუშავებას, რომელიც მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 
 
"ამ კუთხით და არა მარტო ამ კუთხით, უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ პრობლემების მოგვარების მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-თან, რომელთანაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩვენ გვჭირდება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათი შეჯერება ჩვენს ხედვებთან და ამ გზით ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დროულად მიღება. ჩვენი უმთავრესი მიზანია შევქმნათ ხარჯეფექტური და იმავდროულად ხელმისაწვდომი სისტემა და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დონის ყველა კომპონენტი. მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ შევძლებთ ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა მართლაც ეფექტიანი და წარმატებულია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
 

თორნიკე კოშკაძე

http://pia.ge

2015.05.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006