logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კანის კიბოსა და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით უფასო გამოკვლევები ჩატარდება

კანის კიბოსა და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 24-31 მაისს პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2015-ის“ ფარგლებში თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება.

მოსახლეობას სკრინინგს, ქვეყნის მასშტაბით, ევრომელანომის ქართული ჯგუფი ჩაუტარებს. ამ
მიზნით, 25 წლის ზემოთ ყველა მსურველს, ვისაც კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმნი აქვს, უკვე შეუძლია წინასწარ დარეკოს შემდეგ ნომრებზე: თბილისში - 2 30 54 17 და 2 18 22 58, ქუთაისში - 24 12 48; ბათუმში - 568 10 44 10; რუსთავში 228 001 და 278 485.

საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტის, ევრომელანომის კამპანიის ეროვნული წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე, განკურნებისთვის დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო. მისივე განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა. 2012-2014 წლებში ჩატარებული კამპანიის ფარგლებში 3000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა კანის კიბოსა და მელანომის მქონე პაციენტები, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდათ. როგორც ლალი მეკოკიშვილმა აღნიშნა, წელს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება ყველა საეჭვო შემთხვევის ტელემედიცინის მეშვეობით გადამოწმება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2015-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.

როგორც პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, კანის კიბო უპირატესად 50 წლის ზევით ასაკის ადამიანებში ვლინდება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მზის ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოსხივების ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა, მისი განვითარება ადრეულ ასაკშიც შესაძლებელია.

ჩვეულებრივზე უფრო მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ღია ფერის კანი აქვთ ან ისინი, ვინც ადვილად იწვებიან მზეზე, რომლებსაც ბავშვობაში მზით დამწვრობა აქვთ მიღებული, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე (გარე სამუშაოს ან ჰობის გამო), დროდადრო მზის ინტენსიური გამოსხივების ქვეშ იმყოფებიან (ზღვაზე, მთაში), ხშირად დადიან სოლარიუმში, 50-ზე მეტი ხალი აქვთ, კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა აღენიშნებათ, რომელთა ასაკი აღემატება 50 წელს და რომელთაც გადანერგილი ორგანო აქვთ.

http://ipress.ge

2015.05.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006