logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრო „არდის“ ინიციატივას პასუხობს – სილამაზის სალონების საქმიანობაზე რეგულაციები დაწესდება

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „არდის" მადლობას უხდის და მის ინიციატივაზე რეაგირებას გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სილამაზის სალონების მონიტორინგსა და დარღვევების შემთხვევაში სანქციების დაწესებას საკანონმდებლო ცვლილებები და მთავრობის დადგენილება სჭირდება.

მისი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამინისტრო უკვე მუშაობს და დადგენილების პროექტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება.

კვარაცხელიას ინფორმაციით, სილამაზის სალონებში მონიტორინგი ერთხელ უკვე ჩატარდა, გამოვლინდა დარღვევებიც, თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უფლებას სწორედ კანონმდებლობა არ აძლევს.

„არდის" მადლობას ვუხდი. ძალიან აქტუალური თემაა და თუ გვერდით დაგვიდგებიან, მადლობელი ვიქნებით. რაც შეეხება მონიტორინგს, როდესაც ამაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელემენტარულად, შესვლა შეგვეძლება სილამაზის სალონებში, არსებული სიტუაციის ნახვა და თუ საჭირო გახდა, სხვა ზომების მიღებაც. ჩვენ ახლა ამის უფლება არ გვაქვს, ისინი ყოველგვარი რეგულაციისგან დაცული არიან" - აცხადებს კვარაცხელია.

მისივე ინფორმაციით, დამრღვევი პირი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში კი მას საჯარიმო სანქციაც დაეკისრება, თუმცა რა თანხა იქნება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

სადაზღვევო კომპანია „არდი" B და C ვირუსული ჰეპატიტის აგრესიულ ზრდაზე საუბრობს და პრევენციული ზომების მიღების ინიციატივითაც გამოდის. „არდის" სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი ეკა ერგემლიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიაში ბოლო წლის სტატისტიკის ანალიზის შედეგად, ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტირების შემთხვევების აგრესიული ზრდა დაფიქსირდა.

კვლევის შედეგად დგინდება, რომ ინფიცირების ერთერთი მთავარი წყარო სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრებია. „არდი" მიმართავს შესაბამის სტრუქტურებს შეისწავლოს საკითხი და ახალი რეგულაციების შემოღებით, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარული კონტროლი დააწესოს, რადგან დღეს არსებულმა უკონტროლობამ ბოლო წლებში ამ მიმართულებით სავალალო შედეგები გამოიწვია.

სადაზღვევო კომპანია კონკრეტული ინიციატივებითაც გამოდის. „არდიში" აცხადებენ, რომ ლიცენზირების ან სტანდარტების გარკვეული საკანონმდებლო ნორმები სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებზეც უნდა გავრცელდეს, როგორც ინფიცირების ერთ-ერთი წყაროს მიმართ, სადაც სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურების ჩატარების დროს ხშირია მიკრო ტრავმები.

ინფიცირების ერთერთი უმთავრესი წყაროა ასევე სტომატოლოგიური კლინიკებიც, რაზეც ,,არდიმ" არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. პრობლემის შესწავლის შემდეგ, სამინისტროს ინიციატივით სტომატოლოგიურ კაბინეტებს ახალი რეგულაციები გასული წლის 1 მაისიდან დაუწესდათ, რის შედეგადაც სანიტარული კონტროლი გამკაცრდა.

მარიამ გეგეჭკორი

http://commersant.ge

2015.05.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006