logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმაცევტული ბაზარი კურსის დასტაბილურების მოლოდინშია

„ავერსი ჯგუფის" დამფუძნებლის და აქციონერის პაატა კურტანიძის განცხადებით, კომპანია მედიკამენტებზე ფასებს ლარის კურსის ადექვატურად ვერ ზრდის და კურსის დასტაბილურების მიზნით, მოლოდინის რეჟიმშია.

კურტანიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო „ავერსმა" ისევე როგორც ნებისმიერმა ორგანიზაციამ სერიოზული ზარალი მიიღო. „ეს არ არის განპირობებული მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობა ამცირებს შეძენას და მათ შორის მედიკამენტებისაც - ეს განპირობებულია იმით, რომ როდესაც კურსი ზევით მიდის, ჩვენ ვერ ვახდენთ პირდაპირპროპორციულად ფასების გაზრდას", - განმარტავს კურტანიძე.

ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანია იმ იმედით, რომ კურსი დაიწევს, ვერ ზრდის ფასებს, ვინადიან მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მძიმე - „ამიტომ ველოდებით". ფასები გაზრდილია მინიმალურად, რომ ზარალზე არ გავიდეთ და მუშაობა უაზრო არ გახდეს. თუ რამდენადაა გაზრდილი ფასები კურტანიძე კონკრეტულად არ ასახელებს.

კურტანიძე ამასთან იმასაც აცხადებს, რომ EBRD-მა დეტალურად შეისწავლა ავერსის მდგომარეობა და მათი დაფინანსებით, მოსახლეობას სთავაზობს ახალ სამედიცინო სერვისებს და ახალი ფარმაცევტული საშუალებების შემოტანას ქვეყანაში, რომელიც ჯერ დანერგილი არ გვაქვს.  

ეს იქნება ყველა მიმართულების მედიკამენტი, პირველ რიგში იქნება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, - აღნიშნავს კურტანიძე.

რაც შეეხება მედიკამენტების სუბსიდირებას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსებას, კურტანიძის აზრით, თუ სახელმწიფო მოსახლეობისთვის გააკეთებს მედიკამენტების სუბსიდირებას ეს ძალიან დიდი შეღავათია კომპანიებისთვისაც და აქ ვერ ვიტყვით კარგია თუ ცუდი ეს კერძო ბიზნესისთვის.  

"არანაირად არ შეიძლება ეს ცუდი იყოს ჩვენთვის, რადგან ეს კარგია თვითონ მოსახლეობისთვის. კერძო ბიზნესიც და სახელმწიფოც ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რაც კარგია საქართვლოს მოსახლეობისთვის. კერძო ბიზნესი კი ყოველთვის ცდილობს მოერგოს იმ პირობებს რა პირობებიც არის ბაზარზე", - აცხადებს „ავერსის" დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ თებერვალში, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებდა, რომ ლარის კურსის გამო, ბიზნესი მნიშვნელოვნად ზარალდება.

მისივე თქმით, PSP-ს გუნდმა რამდენიმე თვით მოგებაზე უარი თქვა, რადგან მოსახლეობამ ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები მარტივად გადაიტანოს.

ამასთან, ოქრიაშვილიც აღნიშნავდა, რომ ფასების მატება შესაძლოა იყოს, მაგრამ არა ლარის კურსის პარალელურად, ისეთი დოზით, რა დოზითაც ვარდება ლარი დოლართან მიმართებაში.

PSP-ს დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, სავალუტო კრიზისიდან მოკლევადიან პერიოდში გამოსვლას და კრიზისის მაისისთვის დასრულებას ვარაუდობდა და ამ პერიოდისთვის ლარის კურსს დოლართან მიმართებაში 2-იან ნიშნულზე დაბალანსებას პროგნოზირებდა.

მარიამ მინაძე

http://commersant.ge

2015.05.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006