logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პაატა იმნაძე: "ვირუსებთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პაატა იმნაძე იმ ვირუსებს ასახელებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით საქართველოში არის  გავრცელებული.

ჩვენს ვებ-გვერდზე ყოველკვირეულად იდება ინფორმაცია თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადების მიმართვიანობის მხრივ. ეს ეხება ამბულატორიულ მიმართვიანობას და მძიმე მიმდინარეობას - როცა ხდება ჰოსპიტალიზაცია.

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუ რა სიტუაცია იყო წინა წლებში და დღეს - როგორც პოლიკლინიკაში, ასევე საავადმყოფოში აბსოლუტურად ერთი და იგივე მდგომარეობაა. არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა შარშან ან შარშანწინ. შეიძლება ითქვას, რომ ამას გარკვეულწილად ამინდები განაპირობებს, სანამ სიცივე იქნება, მანამ იქნება ვირუსებიც. ზამთრის სეზონის ვირუსები მაისის ბოლოს გაქრებიან და მოვა ზაფხულის სეზონის ვირუსები და ბაქტერიები.

ბოლო კვირის მონაცემებით, იყო და ჯერ კიდევ დადიოდა გრიპის H1N1 A ტიპის ვირუსები, იყო რინოვირუსები, იყო რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ვირუსები, რომლებიც იწვევენ გრიპის მაგვარ დაავადებებს. ზოგი ადამიანი ამას ძალიან მარტივად გადაიტანს, ზოგს ექიმი არ დაჭირდება, ზოგი საშუალო სიმძიმით და ექიმთან ვიზიტი სჭირდება, მაგრამ უკიდურესად იშვიათად ეს რა თქმა უნდა გამწვავდება და ძალიან ძალიან იშვიათად შეიძლება ამან ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს ხოლმე.

ძირითადად ამის მიზეზია დაგვიანებული მიმართვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რისკის ფაქტორები არის ამ დროს ასაკი - ხანში შესულები და ძალიან პატარა ბავშვები - ვისაც იმუნიტეტი არ აქვს მაღალი.

ასეთი ძალიან იშვიათად ხდება, ზოგჯერ ასეთი ამბავი გახმაურდება, მითუმეტეს თუ ეს ვინმე ცნობილი პიროვნების ახლობელია... დამეთანხმებით, რომ გავრცელება ხდება ხოლმე ოჯახებში, ანუ ერთი ოჯახის წევრი რომ გახდება ვირუსის მატარებელი, მერე იმას მიყვება სხვა ოჯახის წევრი. იმიტომ რომ წვეთოვანი დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ოჯახის პირობებშია. ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია, რომ ოჯახში 3-4 ან მეტი ავადმყოფი იყოს.

ლეტალური შედეგების სტატისტიკის მიხედვით, გრიპის მაგვარი და რესპირეატორული ვირუსების კუთხით, არავითარი განსხვავება არ არის წინა წლებთან შედარებით. სამწუხაროდ, სეზონის განმავლობაში, როდესაც იწყება გრიპის მაგვარი დაავადების სეზონი, 50-60 გარდაცვლილი ადამიანი წლიურად... ეს არის სამწუხარო რეალობა.

არაფერი საპანიკო არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ვირუსები და ძალიან იშვიათად, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი ვირუსები ადამიანებს კლავენ, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დავით გულედანი

http://ipress.ge

2015.05.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006