logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან

მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცონო დახმარებას გზას არ დაუთმობენ დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს, მაგარმ მისი აღსრულება ნაკლებად ხდებოდა. დღეს კი სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათს მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. ჯარიმის ოდენობა 30 ლარს შეადგენს.

კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. ბარკალაია აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა უკვე 3 თვეა მიმდინარეობს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახშირდა მოსახლეობის პრეტენზიები, რომ სასწრაფო დახმარება იგვიანებს და ექიმებისთვის ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.

პრობლემა ჯანდაცვის მინისტრმაც აღიარა. მის აღმოსაფხვრელად სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც თბილისის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებისგან შედგება.

იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ თბილისის სასწრაფოს გამოძახება, შესაძლოა, 112-ზე აღარ მომხდარიყო, თუმცა, დღეს სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორთემურ ბარკალაია აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.

მისივე თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ცენტრში ახალი სამედიცინო-გეოგრაფიული რუკა იქმნება, რისი აუცილებლობაც ბოლო წლებში თბილისის ტერიტორიის გაზრდამ განაპირობა.

„თბილისის ტერიტორია არის საკმაოდ გაზრდილი. ფილიალების განლაგება კი არ გადახედილა 10 წელია. ახალი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ კვლევას იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ რამდენად სწორად არის ფილიალები განლაგებული. ახალი რუკა შესაძლებლობას მოგვცემს უფრო სწრაფად მივიდეთ ადგილზე“,- აცხადებს თემურ ბარკალაია.

ამასთან ერთად, თბილისში ახალი ფილიალების გახსნაც იგეგმება. ბარკალაიას განცხადებით, ერთი ფილიალი უკვე გაიხსნა ზემო ფონიჭალაში, უახლოეს მომავალში კი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, “ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში აშენდება ახალი ფილიალი.

ყველაზე დიდ პრობლემად კი ბარკალაია ცრუ და არამიზნობრივ ზარებს ასახელებს. მისი განცხადებით, ხშირად ხდება, როდესაც დღეში რამდენჯერმე ერთი და იგივე პაციენტი ურეკავს და წნევის ან სიცხის გასაზომად იძახებს სასწრაფოს, ამ დროს კი სხვა პაციენტთან მისვლა გვიანდება.

„ჩვენი სერვისი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ცუდად და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ სიცხეზე, თავის ტკივილზე, ბორჯომი ამომიტანე და პური მიყიდეზე. რატომღაც ამის გამოც გვიძახებენ, რაზეც ძალიან დიდი ადამიანური და დროის რესურსი მიდის. შეიძლება ვიღაც არამიზნობრივი ან ცრუ გამოძახების გამო დაზიანდეს სხვა“,- აცხადებს ბარკალაია.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები მუდმივად ხვდებიან ერთმანეთს და მუშაობენ ყველა პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე. სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება.

სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge

2015.05.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006