logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფო ფსიქოტროპული აფთიაქების ზღვრულ ოდენობას აწესებს

ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვის გაცემა მკაცრდება. ასევე, წესდება ასეთი ტიპის აფთიაქების ზღვრული რაოდენობა. შესაბამისი ცვილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რეცეპტების შემოღების მიუხედავად, სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა საბოლოოდ ვერ გადაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტების რეფორმას თავისი დადებითი შედეგები აქვს, დღეს მაინც ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ფსიქოტროპული აფთიაქები წამლებს რეცეპტების გარეშე ყიდიან.

პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამის რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს.

რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დღეს რეცეპტის გარეშე წამლის გაცემის შემთხვევები ფიქსირდება და ამის წინააღმდეგ ღონისძიებებიც ტარდება, თუმცა, შესაბამისი უწყებები არ იქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

დღესდღეობით წამლის ურეცეპტოდ გაცემაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 6 ათასი ლარია, მეორე ჯერზე 12 ათასი ლარი, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა დარღვევა, იწყება წარმოება ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით.

დავით მაჭარაშვილის ინფორმაციით, დღემდე სულ 11 აფთიაქია გაუქმებული, ამჟამად კი საქმისწარმოება 2 აფთიაქზე მიმდინარეობს.

„არის გარკვეული პრობლემები დარჩენილი. აქედან გამომდინარე გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის და ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით“,- აცხადებს დავით მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც სამართალდამრღვევი აფთიაქების მფლობელებს ახალი იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან, შესაბამისად, კანონდამრღვევი სუბიექტები ბაზარზე მარტივად ბრუნდებიან აგრძელებენ საქმიანობას.

„როდესაც ვაჯარიმებთ აფთიაქს, განმეორების შემდეგ კიდევ  ვაჯარიმებთ და მესამე დაჯარიმების შემთხვევაში, თუ ერთ წელიწადში ისევ დაფიქსირდა, ვუუქმებთ ლიცენზიას. ამის შემდეგ კი, თავისუფლად მოგვმართავს იგივე პირი, ცვლის იურიდიულ პირს და დირექტორს და იმავე ადმინისტრაციულ მისამართზე ახალ ნებართვას იღებს. თუმცა, ამ იურიდიული პირის უკან, ისევ ის სამართლადამრღვევი პირი დგას. ისინი მოგვმართავენ და ჩვენ არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ უარი ვუთხრათ ამ პიროვნებებს ნებართვისთვის“,- აცხადებს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი.

დავით მაჭარაშვილი საუბრობს ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც პირველივე დაჯარიმების შემდეგ აფთიაქი ახალ იურიდიულ პირს აფუძნებს იმისთვის, რომ მეორე ჯერზე გაორმაგებული ჯარიმა არ გადაიხადოს.

„სამართალმრღვევ პირს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და ადვილად მიიღოს ნებართვა ახლიდან. ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება. გარკვეული დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, რომ მივიღოთ საბოლოო შედეგი“,- აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სამართალდამრღვევი ფარმაცევტების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზეც. მაჭარაშვილის განცხადებით,  ნებართვა აღარ გაიცემა არც სამართალდამრღვევ ფარმაცევტზე.

რაც შეეხება რაოდენობის შეზღუდვას, მაჭარაშვილის განცხადებით, აფთიაქები გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ავტორიზებულ აფთიაქებს შეეხებათ, რომლებიც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციას ახორციელებენ. ცვილებები არ იმოქმედებს იმ აფთიაქებზე, რომლებსაც მუდმივი ლიცენზია აქვთ.

დავით მაჭარაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს გადის ექსპერტებთან და ფარმაცევტულ ასოციაციებთან. ასევე კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთანაც მიმდინარეობს. რაც შეეხება კანონის ძალაში შესვლას, მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ ეს სავარაუდოდ შემოდგომას მოხდება.

 

სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge

2015.05.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006