logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ახორციელებენ საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.   

კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე. 

კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ. 

11 მაისს კვლევა დაიწყო თბილისში და გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით. მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს როგორც  C ჰეპატიტის ისე მისი გენოტიპების გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე. 

ამ ეტაპისთვის უკვე დაახლოებით ოთხასმა პიროვნებამ მიიღო მასში მონაწილეობა და ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ფაზის დაწყებისთვის და ყველა ადამიანს, თავისი მონაწილეობით, წვლილი შეაქვს ამ დიდი პროცესის წარმატებულად განხორციელებაში. ამასთანავე, განსაკუთრებულად ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს - ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან მათი მხრიდან  პირველ დღეებში ყველაზე მაღალი იყო რეზისტენტობა  კვლევაში მონაწილეობაზე.

კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში,  ხელი შეგვიწყონ და ნუ აყვებიან ჭორებს, რომლებიც ვრცელდება ყვითელი პრესისა და არაპროფესიონალების მხრიდან, რომლებსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვს და მიმართულია მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრესული და ინოვაციური პროცესების დისკრედიტაციისთვის.

საკონტაქტო პირები:
ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03
ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31

http://www.ncdc.ge

2015.05.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006