logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    EBRD “ავერსთან” ერთად ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კლინიკის მშენებლობას დააფინანსებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 12 მილიონი აშშ დოლარიანი შეთანხმება ფორმდება, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა იგეგმება. 

როგორც მინისტრმა, EBRD-ის ყოველწლიური გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ შეთანხმებას EBRD კომპანია „ავერსთან“ ერთად დააფინანსებს და ყველაზე თანამედროვე უახლესი სტანდარტების კლინიკის მშენებლობას უზრუნველყოფს.

კვირიკაშვილის განმარტებით, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. 

პროექტის შესახებ დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ „ავერსში“, სადაც განაცხადეს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ამ დრომდე რჩებიან ყაზბეგის ქუჩაზე, ყოფილი ინფექციურის შენობაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე გაიხსნება მრავალპროფილური კლინიკა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ ექნება. პარალელურად ფუნქციონირებას გააგრძელებს ამ ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე „ავერსის“ კლინიკა. 

„ავერსმა“ ინფექციური საავადმყოფო და სეფსისის ცენტრი 2009 წელს, 12 მილიონ 250 ათას დოლარად შეიძინა. თავდაპირველად, ადგილზე ბიზნეს–ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა.

ამ დრომდე გაურკვეველია როდის მოხდება შენობის დაცლა, რაც პროექტის განხორციელებას აჭიანურებს. კომპანიაში ამბობენ, რომ საკითხის მოგვარება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და ექიმები დიღომში, ახალ შენობაში გადაიყვანოს, რომლის რემონტი უკვე დაწყებულია.

 

მაია ბუთბაია

http://commersant.ge

2015.05.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006