logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამი მსხვილი კლინიკის რეკონსტრუქციის პროექტით 10–ზე მეტი ინვესტორი დაინტერესდა

საქართველოს სამი წამყვანი კლინიკის რეკონსტრუქციის პროექტით 10–ზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

„10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული ამ პროექტში მონაწილეობით, მალე გამოცხადდება კონკურსი და ზაფხულის დასაწყისში შედეგები იქნება გარკვეული. საპარტნიორი ფონდი გვეხმარება ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან მათ მენეჯმენტის და ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს,“ – განაცხადა მინისტრმა.

რამდენიმე კვირის წინ, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რეკონსტრუქცია, რომელიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში დაიწყება, გულისხმობს კლინიკების აღჭურვას, მართვასა და მენეჯმენტის სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე მორგებას. გარდა ამისა, როგორც მინისტრი აცხადებს, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების მოქმედი 130 მილიონიანი ბიუჯეტის ეფექტურობის მართვის რევიზია და მათი მორგება ახალ გამოწვევებზე, რათა მოსახლეობამ მეტი შედეგი მიიღოს.

„მოსამზადებელი ფაზიდან ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოქმედებით ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც შეგვეძლება, რომ გავზარდოთ ხარისხი მიწვდომადობასთან ერთად და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც ვფიქრობთ უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახლებური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ  მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. პირველი შედეგები უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მედიკამენტები გახდება უკვე ბევრად მიწვდომადი მოსახლეობისთვის, ეს იქნება უახლოესი თვეების საქმე. დაიწყება სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური, რომლის როგორც აღჭურვა ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული, კერძოდ, სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე და გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის მოქმედების რევიზია და მორგება ახალ გამოწვევებზე, იმიტომ, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ“,- განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, ცნობილია, რომ მთავრობა არ აპირებს ამ კლინიკების გაყიდვას და საუბარია მსოფლიოში აპრობირებულ, ე.წ. თანაარსებობის პრინციპზე. რათა სახელმწიფომ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ამ სტრატეგიულ კლინიკებში. 

სალომე მეცხვარიშვილი

http://www.interpressnews.ge

2015.05.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006