logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერია 13 მაისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება

თბილისის მერია 13 მაისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება. როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, პროგრამის თანახმად, დაფინანსდება როგორც C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა, ისე C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები.
გელა ჩივიაშვილის თქმით, C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით უფასო იქნება თბილისში იურიდიულად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში. აღნიშნული მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა თბილისის მერიის ააიპ ,,ეროვნულ სკრინინგ ცენტრს“ უნდა მიმართონ.
რაც შეეხება C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელ კვლევებს, პირებისთვს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია - 30%-ით დააფინანსებს. თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია - 60%-ით დააფინანსებს.
C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების მიზნით, პირებმა, რომლებიც ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში, უნდა მიმართონ ჰეპატოლოგიურ კლინიკა „ჰეპას“, შპს „ნეოლაბს“, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და შპს „მრჩეველს“.
„C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების“ პროგრამის მიზანია, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული.

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების დაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება, საჭიროების მიხედვით, მოიცავს: ექიმთან ვიზიტს; ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრას რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;  HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს - სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45 - 3.25 მაჩვენებლებს შორის);
ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:  HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით და HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი  გამოკვლევა.

http://tbilisi.gov.ge

2015.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006