logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ჩართვა წელს ვერ მოხდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ჩართვა სავარაუდოდ წელს ვერ მოხდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ანალიზის პროცესი, თუ რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს და რა რესურსი შეიძლება გამოიყოს.
გასული წლის ბოლოს კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აცხადებდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ჩართვა შესაძლოა 2015 წლის მარტიდან მომხდარიყო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ მედიკამენტების უფასოდ მიღება ძალიან დიდი ფუფუნებაა. ჩვენზე ეკონიკურად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყანა ვერ ბედავს ამას და არც აქვს ჩადებული თავის პროგრამებში.
„ზოგადად, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა ძალიან რთული საკითხია, რომელსაც კარგი ანალიზი და დაფიქრება სჭირდება"-ამბობს სოფრომაძე.
მისივე შეფასებით, დღეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანებს ამ მიმართულებით ეხმარება სახელმწიფო. „თუ ადამიანი არის უმწეოთა სიაში, ის ინდივიდუალური საჭიროებების დროს მიმართავს სამინისტროს და შესაბამისი კომისიის განხილვის შემდეგ შესაძლებელი ხდება მწვავე შემთხვევებში მსგავსი ტიპის დაფინანსების მოპოვება",-აცხადებს სოფრომაძე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარი გეგმური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. თუ პირი არც ერთ პოლიკლინიკაში არ არის დარეგისტრირებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად ერთვება.
2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი დაიწყო. საყოველთაო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დაემატა. ასევე პროგრამის ფარგლებში დაიწყო მშობიარობის ხარჯების დაფინანსებაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას - 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ამასთანავე გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სპექტრი.

 

სოფო ქსოვრელი

http://commersant.ge

2015.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006