logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საყოველთაო ჯანდაცვა - რამდენად ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო თანხები?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია იმ სოციალურ პროგრამებს შორის, რომელსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს. წლიდან წლამდე კი პროგრამის დაფინანსება იზრდება. მიმდინარე წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 მილიონი ლარია გამოყოფილი.  წელს 2014 წელთან შედარებით პროგრამის დაფინანსება თითქმის 2,5-ჯერ გაზრდილია. 2013  წელს (არასრულად) კი პროგრამისთვის 70 მილიონი ლარი  დაიხარჯა.

დაფინანსების ზრდასთან ერთად ფასები იზრდება ჯანდაცვის სფეროში. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თითქმის ყოველთვე ჯანდაცვის მიმართულებით ფასების მატება ფიქსირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ინფორმაციით,  2015 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები 6%-ით გაიზარდა. ამავე მაჩვენებლით, ფასები გაიზარდა როგორც სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე, 9,1%-ით,  ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (4,6 პროცენტი).

ამ ყველაფრის პარალელურად დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება თანხები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

საინტერესოა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა უკვე დაიწყო საუბარი ახალი მოდელის შექმნაზე და ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირებაზე. დავით სერგეენკოს თქმით, უნდა შეიქმნას ხარისხის კონტროლის და ფასწარმოქმნის ერთიანი ინტეგრირებული სისტემები. ასევე დიდი ალბათობით შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც თანხებს განკარგავს. სპეციალურად რეფორმისთვის სამინისტრომ უცხოური საკონსულტაციო ჯგუფი Alliance for Health and Social Compact-იც დაიქირავა.

რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვაზე საბიუჯეტო თანხებს?

დღეს საინტერესო პრაქტიკა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს კერძო დაზღვევა.

კერძო დაზღვევის ქონის შემთვევაშიც კი პრიორიტეტი საყოველთაო ჯანდაცვას ენიჭება და ფულს ჯერ სახელმწიფო ხარჯავს და შემდეგ სადაზღვევო კომპანია. შედეგად, ერთნაირ პირობებში დგება როგორც სოციალურად შეჭირვებული, ასევე ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი.

აღნიშნულ საკითხს უსამართლობად აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ადამიანებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვთ და ექიმთან წასვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ამასობაში კი ფული ისეთ ადამიანებს ხმარდებათ, რომლებსაც ამ მომსახურების მისაღებად საჭირო თანხა გააჩნიათ.

„ამას ჯობია, რომ ამ ადამიანებმა თვითონ იზურონონ საკუთარ თავზე, ხოლო სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, ვისაც არ შეუძლია ამ ფულის გადახდა“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, შეუძლებელია სისტემა ეფექტური იყოს, რადგანაც ერთ ბენეფიციარზე დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით თვეში 8 ლარი მოდის, წინა პერიოდში არსებული ჯანდაცვის მიხდევით კი, 12 ლარი იხარჯებოდა.

„უცბად ბიუჯეტს ორჯერ რომ გაზრდი, ეფექტი ექნება, მაგრამ ეს იქნება მოკლევადიანი. ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, რომ შედეგი არ აქვს, ამას ჯანდაცვაში არსებული ინფლაციაც გვაჩვენებს. წამყვანი მიზეზი ამისა მგონია ის, რომ გაიზარდა სახელმწიფო დაზღვევის დაფინანსება. უცებ მოთხოვნა გაიზარდა მომსახურებაზე, მიწოდება იგივე დარჩა, შესაბამისად, გაიზარდა ფასიც“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge

2015.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006