logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო: პირობას გაძლევთ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართულები. შეხვედრაზე იმყოფებოდა კლინიკა "ევექსის" გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.

დავით სერგეენკომ შეხვედრაზე "ევექსის" ხელმძღვანელს მიმართა:

"მე ნამდვილად არ ვიჩქარებ არანაირად დასკვნების გამოტანას, თუმცა წინასწარი მონაცემები, სამწუხაროდ, თქვენთვის არასახარბიელოა. ვნახოთ, შეჯამებული როგორი იქნება და რა იქნება.

აღარ მახსოვს თქვენ მუშაობდით  თუ არა, როდესაც წელიწადნახევრის წინ, მაშინ "ალდაგი" ერქვა მე მგონი  თუ "ჩემი ოჯახის კლინიკა", თვეების განმავლობაში მიხდებობა იმის მტკიცება და ახსნა, თუ რას ნიშნავს სასწრაფო დახმარების სერვისების უწყვეტობა, როდესაც მენეჯმენტი გვეუბნებოდა, მაჩვენე სად წერია,  მე რომ გამოძახებაზე არ გავდივარ, ეს არის სერვისების უწყვეტობაო. 

ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო პრეცედენტები და იძულებული გავხდით თქვენთვის დაგვეზუსტებინა, რას ნიშნავს სერვისების უწყვეტობა. რატომ ვყვები ამას... ალბათ, თავში აზრად არავის მოუვიდოდა, რომ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც რაიონში ერთადერთია და ალტერნატივა არ ჰყავს, წაართმევდით ვთქვათ იმის შესაძლებლობას, რომ ემართა გადაუდებელი შემთხვევები. თავიდან, გადაუდებელ შემთხვევებზეც კამათი გვქონდა და არა მარტო თქვენთან, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა შემოგვქონდა. 

მართლაც გაკვირვებული დავრჩი, რანაირიად მოახერხეთ ის, რომ საბაზო გადაუდებელი მართვის ფუნქცია ჩამოართვით და ჩათვალეთ, რომ მანქანით შეგეძლოთ გადაყვანა. ისიც ვერ მოახერხეთ, მანქანით გადაყვანა და საერთოდ, რას ფიქრობთ ზამთარში, როცა გზები ჩაიკეტება?!" - საკმაოდ კატეგორიული ტონით მიმართა მინისტრმა "ევექსის" ხელმძღვანელს.

"ევექსის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის საპასუხოდ განაცხადა, რომ არანაირი ცვლილება "ევექსს" სამედიცინო სერვისში არ მოუხდენია და ის ფაქტი, რომ 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში რეანომობილის არ ყოფნის გამო გარდაიცვალა, ასეთი თბილისის ნებისმიერ კლინიკაშიც შეიძლება მოხდეს. 

"აუცილებლად დადგინდება და ამას მონიტორინგი, ექსპერტიზა დაადგენს და საბოლოო შედეგი გახდება ცნობილი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, არა ერთი კვირის, არამედ ბოლო პერიოდში არავითარი ცვლილება ჩვენი სერვისების მეთოდში არ განგვიხორციელებია. 

ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო, რომ ვაპირებდით ამ პროგრამიდან გამოსვლას, თუმცა არცერთ ექიმს, ქირურგს ან სერვისს ეს არ შეხებია. დაემატა დამატებითი დაზღვევისთვის რეანომობილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფება, სამწუხაროდ 4 წლის ბავშვის რეფერალი მოხდა გამთენიის 03:30 საათზე შუახევიდან ბათუმში. ამ მომენტში, საწუხაროდ სამი დაჭრილი შევიდა შუახევში. 

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელიც არა მხოლოდ შუახევში, არამედ თბილისშიც შეიძლება მოხდეს. ამ ფაქტს ხალხის მხრიდან მოჰყვა ისეთი ვნებათაღელვა, ვიდრე შეიძლება ამ ფაქტის შეფასება მოხდეს საბოლოო ჯამში. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არავითარი ცვლილება არ მომხდარა და ეს ფაქტი არანაირად არ იყო დაკავშირებული ამ შემთხევასთან" - განაცხადა შეხვედრაზე "ევექსის" ხელმძღვანელმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა "ევექსის" ხელმძღვნელს უპასუხა, რომ ამ ფორმატის შეხვედრაზე არ გააკეთებდა იმის დეტალურ ანალიზს, თუ რა მოხდა 3 დღის წინ შუახევის საავადმყოფოში. თუმცა განმარტა, რომ ბოლომდე შეისწავლის ამ საქმეს, თუ რატომ არ შეაჩერეს საავადმყოფოში ქირურგიული სიხლდენა ამინოკაპრილის მჟავათი.

"კი ბატონო, დეტალურ ანალიზს ახლა ამ ფორმატში არ გავაკეთებ,  ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუმცა, ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, მოყვებოდა, ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. თქვენ თუ რამე სერვისები არ შეგიმცირებიათ, რატომ არ იყო იქ არც ქირიურგი, არც ანესთეზიოლოგი და პედიატრი?! ქირურგიულ სისხლდენას ამინოკაპრონის მჟავა უნდოდა რომ გაეჩერებინა?! რატომ არ იყვენენ ეს ადამინები, სამსახური გააცდინეს თუ... გაუგებარია უბრალოდ. 

რაც შეეხება თქვენს ვერსიას ყველგან შეიძლება მოხდეს ასეთი რამე, მართალია ყველგან შეიძლება მოხდეს ასეთი რამე იმ შემთხვევაში, როდესაც შესულია მრავლობითი დაზარალებული. თუმცა, ჯანდაცვის სისტემის ყველა დაწესებულებას აქვს დავალებული ბრძანებით, რომ მრავლობითი დაზარალებულის შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ სამოქმედო გეგმა, როგორ, რანაირად იქცევიან ამ შეთხვევაში. ესეც სიახლე არ არის, ჩემამდე იყო, მე როცა მთავარ ექიმად ვმუშაობდი. 

მე პოლემიკაში არ ვაპირებ შესვლას, მაგრამ გიფიქსირებთ იმას, რომ უბრალოდ გაოცებული ვარ და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს".

დავით სეგეენკო: "რამდენად გაიზიარებს კომპანია მინისტრის რჩევებს, ეს თქვენი საქმეა, თუმცა შეგახსენებთ, რომ "ჯანდაცვის სამინისტროს საქმეა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთლეობა და სიცოცხელე და ამის პირობას გაძლევთ, რომ ბოლომდე გავიტან და ბოლომდე შევასრულებთ".

http://ipress.ge

2015.05.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006