logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იქნება აბსოლუტურად უფასო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რეალობა შეიცვლება.
ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია, რომელიც ჯერ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
"ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა საქართველოში. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის დროს იძულებულები იყვნენ, აეღოთ სესხი ან სულაც გაეყიდათ საკუთარი სახლი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესეულებებს, რაც ხშირად დაგვიანებული იყო. დღეს ჩვენ ამ რეალობას ვცვლით. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი. რაც შეეხება ც ჰეპატიტთან ბრძოლას, პროექტს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი. პირველ ეტაპზე ჩვენ შევძელით, "ინტერფერონი" შეღავათიან ფასებში მიგვეწოდებინა პაციენტებისთვის, ხოლო უფასოდ გვემკურნალა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის. საქართველოს მთავრობამ მილიონობით ლარი დახარჯა პატიმრების მკურნალობისთვის",-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდიალიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
პრემიერმა ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს.

http://www.interpressnews.ge

2015.04.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006