logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიმიტრი ხუნდაძე - ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ დემოგრაფიულ ინიციატივებზე ბიუჯეტიდან 70 მილიონზე მეტია დახარჯული

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, საქართველოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
"გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში 2014 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის მასშტაბით შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა: შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2.0 შეადგენს. 2012 წელს, როდესაც ჩვენ დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, კოეფიციენტი შეადგენდა - 1.6-ს, 2013 წელს გახდა - 1.7, ხოლო დღეს უკვე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად - 2.0-მდე გაიზარდა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, გაერო-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოგრაფიულ პოლიტიკას ქვეყნის განვითარების მთავარ ნაწილად მიიჩნევს - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გამოიხატა შობადობის გაზრდაში, აბორტების შემცირებაში და ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ხუნდაძემ ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებულ დემოგრაფიულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
"საქართველოს ექვს რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის ასაკამდე გაიცემა ფულადი დახმარება ბარში - 150, ხოლო მთაში - 200 ლარის ოდენობით. მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება. ორსული ქალებისთვის დაწესდა უფასო კონსულტაცია. ასევე, ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმ მჟავას და რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატები. აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან 5 დღემდე გაიზარდა. აიკრძალა სელექციური აბორტები. გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტების მიმართ. განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება საკვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის. ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ დემოგრაფიულ ინიციატივებზე ბიუჯეტიდან დახარჯულია 70 მილიონზე მეტი. დემოგრაფიულ ინიციატივებზე მუშაობა გრძელდება: სრულდება მუშაობა შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე. სრულდება მუშაობა მთის კანონზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ამიტომ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება გრძელდება.

http://www.interpressnews.ge

2015.04.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006