logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "RMG ჯგუფი" თანამშრომლებს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს

"RMG ჯგუფი" სადაზღვევო კომპანიასთან ერთად თანამშრომლებს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
როგორც "RMG ჯგუფიდან" იტყობინებიან, "RMG ჯგუფი" თანამშრომლებისთვის შემუშავებული, განახლებული სადაზღვეო პროექტის მიხედვით საწარმოს ტერიტორიაზე ოჯახის ექიმებს განათავსებს, რომლებიც დაზღვეულებს მომსახურებას ადგილზევე გაუწევენ.
დაზღვევის განახლებული პირობებით ოჯახის ექიმები პაციენტებს ყოველდღიურად მიიღებენ და ასევე ადგილზე მოხდება დანიშნულებების გაცემაც. საჭიროების შემთხვევაში ექიმები, "RMG ჯგუფის" თანამშრომლებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც აღმოუჩენენ. სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია საწარმოში დასაქმებულებს, კომპანიის ხელმძღვანელობამ და ასევე მზღვეველი კომპანიის, "იმედი L"-ის წარმომადგენელმა გააცნეს.
"რადგანაც კომპანიაში საწარმოო პროცესი 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაზღვევო კომპანიის ერთი ექიმი საწარმოს ტერიტორიაზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ექიმებს ჩვენი თანამშრომლებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ეხმარებიან ჩვენი კომპანიის მედდები, რომლებიც ასევე 24 საათის განმავლობაში არიან წარმოდგენილი საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო პუნქტებში. კომპანიაში არსებული სამედიცინო პუნქტების როგორც იერსახე, ასევე ავეჯი და ინვენტარი უკვე მოძველებული იყო და აღარ შეესატყვისებოდა ელემენტარულ სამედიცინო ნორმებს. ამიტომ პროექტი სამედიცინო პუნქტების საერთო მდგომარეობისა და იქ არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს", - განაცხადა "RMG ჯგუფის" ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.
მისივე ინფორმაციით, ორივე კომპანიის ტერიტორიაზე, 4 სამედიცინო პუნქტის განლაგებაა დაგეგმილი. აქედან ერთი უკვე განახლებულია.
"ზოგი მათგანი განახლდება, ზოგი კი თავიდან აშენდება. იგეგმება 2 სამედიცინო პუნქტის მშენებლობა, რომელთაგან ერთი განთავსდება "არემჯი კოპერის" კარიერზე, ხოლო მეორე - საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება დამატებითი მედ-პერსონალის დასაქმება. სამედიცინო პუნქტებში განთავსდება ახალი სამედიცინო ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა, სადაზღვევო კომპანია ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო ცენტრებს საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
თავის მხრივ "იმედი L"-ის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი დათუსანმა აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანია "RMG ჯგუფთან" მრავალწლიან თანამშრომლობაზეა განწყობილი, მზადაა დაზღვევის კუთხით არაერთ პროექტში მიიღოს თანამონაწილეობა, რომელიც კიდევ უფრო მშვიდს, ლაღს და ბედნიერს გახდის RMG-ის დასაქმებულთა ცხოვრებას.
"ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტულია ვითანამშრომლოთ ისეთ სტაბილურ, მასშტაბურ, მზრუნველ კომპანიასთან როგორიცაა "RMG ჯგუფი". ჩვენი თანამშრომლობა არაერთ წელს მოიცავს. მათი დამოკიდებულება თანამშრომლების ყოველდღიურობასთან ყოველთვის მისაბაძი იყო ჩვენი ჯგუფისთვის. დღესაც ამ მიმართულებით დამუშავდა ახალი სადაზღვევო პროგრამა, რომელიც გაცილებით სრულყოფილი და მრავლისმომცველია", - განაცხადა დათუსანმა.

http://www.interpressnews.ge

2015.04.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006