logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე", "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე" I მოსმენით განიხილეს კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი უძღვებოდა. მისი განცხადებით, კანონპროექტის საბოლოო მიზანია საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება. კანონპროექტით განისაზღვრა შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის მიზანი, შევიდა ცვლილებები კანონის ტერმინოლოგიაში, დამატებები თამბაქოს კონტროლის ზოგად პრინციპებში, რომელიც ითვალისწინებს - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას; მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვას; თამბაქოს მოხმარების შეზღუდვებს; თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას; შემცველობის კონტროლს; ხელმისაწვდომობის შემცირებას; დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას; თამბაქოს მოყვანის, წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს; თამბაქოს ინდუსტრიაში და მისი სამეწარმეო მიზნით მოყვანით დასაქმებულ პირთა ალტერნატიულ საქმიანობაზე გადასვლის ხელშეწყობას; თამბაქოს რეკლამისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების და მისი ზემოქმედებისგან დაცვის უფლებების აღიარებას. "აღნიშნული პრინციპების საკანონმდებლო აღიარება და გათვალისწინება მნიშვნელოვანია როგორც ორგანულ კანონმდებლობაში, ისე ნორმატიულ ბაზაში და სახელმწიფო თუ სხვა სექტორების ქმედებებში, რომლებიც მიმართულია თამბაქოს კონტროლისკენ", - აღნიშნა გიორგი წერეთელმა. მანვე განმარტა, რომ კანონპროექტის მიხედვით, იკრაძლება მასმედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით თამბაქოს წევის დემონსტრირება, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა ან შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის თვისებების, საზიანო ზემოქმედების არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის დატანა თამბაქოს ნაწარმზე. გარდა ამისა, ცვლილებებით განსაზღვრულია თამბაქოს კოლოფზე სამედიცინო გაფრთხილებების ნიმუშების დამტკიცების და კოლოფზე მათი დატანის წესი. კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ სამედიცინო გაფრთხილებებმა უნდა დაიკავონ კოლოფის წინა და უკანა დიდი გვერდების 40%, რაც არის საშუალო, ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც კონვენციის მოთხოვნებს შეესაბამება, ასევე კონვენციით განსაზღვრულია თამბაქოს რეკლამის და სპონსორობის სრული აკრძალვის ვალდებულება.
კანონპროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას დამსწრე საზოგადოება მიესალმა. მათთვის ზოგადად პრინციპები მისაღები აღმოჩნდა, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ II მოსმენამდე პროექტს უკეთ გაეცნობიან, სამუშაო ვითარებაში შეიკრიბებიან და თავიანთ შენიშვნებსაც გამოთქვამენ.
სხდომაზე კიდევ ერთხელ, II მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონპროექტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ''. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოითქვა კომიტეტის სხდომასა თუ სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას.
კომიტეტმა კანონპროექტი II მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გასატანად მომზადებულად მიიჩნია.

http://www.parliament.ge

2007.06.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006