logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ სფეროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებიდან, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემას (ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  დაარსების თარიღს, 1948 წელს).

2015 წლის მსოფლიო ჯანმრთელობის დღის თემაა სურსათის უვნებლობა. ეს თემა მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობების, კერძო სექტორისა  და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი სფეროა, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ ქმედებებს მოიცავს, რომელიც დაიცავს მომხმარებლებს სურსათით მოწამვლის და სურსათით გადაცემადი დაავადებებისაგან. არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლებელია,  გამოიწვიოს  მწვავე ან/და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: დიარეა, ვირუსული დაავადებები (მაგ. ებოლას ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაკავშირებული იყო გარეული ცხოველის დაბინძურებული ხორცის გამოყენებასთან), რეპროდუქციული და განვითარების პრობლემები,  კიბო.

მსოფლიოში მუდმივად წარმოიქმნება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ახალ-ახალი საფრთხეები. ცვლილებები სურსათის წარმოებაში, განაწილებასა და მოხმარებაში (ინტენსიური სოფლის მეურნეობა, სურსათით ვაჭრობის გლობალიზაცია, ქუჩაში  გახსნილი კვების ობიექტები), გარემოს ცვლილებები, ახლად აღმოცენებული ბაქტერიები და ტოქსინები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა - ეს ყველაფერი ზრდის სურსათის დაბინძურების რისკებს. ამასთან, განვითარებული ტურიზმი და ვაჭრობა ხელს უწყობს საკვები პროდუქტების დაბინძურების გავრცელებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება, ხელს უწყობს  და მოუწოდებს ქვეყნებს თავიდან აიცილონ და გამოავლინონ საკვებისმიერი დაავადებები,    დროული რეაგირება მოახდინონ პრევენციისათვის „კოდექს ალიმენტარიუსი“-ს სტანდარტების შესაბამისად.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 2015 წელს, ცდილობს ქვეყანათა მთავრობების,  მწარმოებლების, საცალო მოვაჭრეებისა თუ  საზოგადოების ყურადღება მიაპყროს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობისკენ, რადგან სურსათის უვნებლობა  მოსახლეობის ჯანმრთელობის წინაპირობაა.

ფაქტები

  • სურსათის უვნებლობა და  ხელმისაწვდომობა   მოსახლეობის ჯანმრთელობის  წინაპირობაა.
  • მავნე ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებითა და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვები იწვევს 200-ე მეტ დაავადებას: დიარეა, რეპროდუქციული სისტემისა და განვითარების პრობლემები, ვირუსული დაავადებები და კიბო.
  • ყოველწლიურად 2 მილიონზე  მეტი ადამიანი იღუპება დაბინძურებული საკვებისა და წყლით გამოწვეული დაავადებებით. მათ შორის ბევრი ბავშვია.
  • სურსათის უვნებლობა, კვება და სასურსათო უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დაბინძურებული საკვები ქმნის დაავადებების და მალნუტრიციის მანკიერ წრეს და ეს განსაკუთრებით ეხება ჩვილებს, ბავშვებსა და მოხუცებს.
  • საკვებისმიერი დაავადებების გავრცელება ხელს უშლის ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს ტურიზმსა და ვაჭრობას ქვეყანაში.
  • მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის, რადგან საწარმოდან საკვები პროდუქტი რამდენიმე ქვეყნის საზღვარს გადის იმ ადგილამდე სადაც ის მოიხმარება.

საკვებისმიერი დაავადებები ძირითადად გამოწვეულია საკვებში ან წყალში მოხვედრილი ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტებისა და ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრით. საკვებში არსებულმა პათოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, მენინგიტი, კიბო. პროდუქტის ქიმიურმა დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მწვავე მოწამვლა, ასევე ქრონიკული მიმდინარეობის დაავადება (კიბო). საკვებისმიერი დაავადება შესაძლებელია გახდეს ხანგრძლივი შრომისუნარიანობის ან სიკვდილის მიზეზი. 

საკვებისმიერი დაავადებების განვითარება ხშირია, არასათანადოდ დამუშავებული ცხოველური პროდუქტების, ან გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის მიღებისას, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით. აგრეთვე ბიოტოქსინებით დაბინძურებული ზღვის პროდუქტების მიღებისას.

საკვებისმიერი დაავადების ძირითადი გამომწვევები არიან: 

  • ბაქტერიები
  • ვირუსები
  • პარაზიტები
  • პრიონები
  • ქიმიური ნივთიერებები

 

http://www.ncdc.ge

2015.04.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006