logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო - გადაუდებელ და გეგმურ ოპერაციებზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმურზე, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა, - ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა კითხვას, რომლის მიხედვითაც გადაუდებელი ოპერაციის დროს პაციენტს ღირებულების 30 პროცენტი გადაახდევინეს.
"მე არ ვფიქრობ, რომ რეალურად ეს ასე ყოფილიყო. თუ ეს მოხდა, ალბათ დიდი გაუგებრობაა, რადგან გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმიურზე არანაირი ცვლილებები არ არის. ის მთავრობის დადგენილება, რომელიც შემოვიდა, შეეხება ტარიფების მოწესრიგებას და არა შემცირებას", - განმარტა მინისტრმა.
მანვე განაცხადა, რომ თუ კონკრეტულ შემთხვევას მიაწვდიან ასეთს, ის დაინტერესდება ამ საკითხით. რაც შეეხება იმას, თუ რა იგულისხმება ტარიფების მოწესრიგებაში, სერგეენკომ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა ეპიზოდური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მოვლის ხარისხი იყო ხელოვნურად დამძიმებული, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებები მოთხოვნილი. "ამიტომ გაიწერა ეს პროტოკოლი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა უპასუხა საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშს. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, გუშინ გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომელსაც ესწრებოდა უჩა ნანუაშვილი, სადაც ნანუაშვილმა წარმოადგინა რეკომენდაციები, მათ შორის, რეკომენდაცია, რომ არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია.
"ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია. მე წუხილი გამოვთქვი, რომ ის არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ერთი თვეა უკვე, რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია, უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ეს გეგმა, რაც განხორციელდება წლის განმავლობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად გავწერეთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://www.interpressnews.ge

2015.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006