logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომების სახით. არსებობს მრავალი გზა აღნიშნული სიმპტომების დაჯგუფების. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.
აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10,000 ადამიანში. მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი სამ-ოთხჯერ მეტია, ვიდრე რეგისტრირებული შემთხვევები.

იცით თუ არა, რომ
• აუტიზმი აღენიშნება 68-დან 1 ბავშვს
• აშშ-ში ყველაზე სწრაფად მზარდ განვითარების დარღვევას აუტიზმი წარმოადგენს
• აუტიზმის გამო ოჯახის წლიური დანახარჯი საშუალოდ 60,000 აშშ დოლარს შეადგენს
• აუტიზმი ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებში ვიდრე გოგონებში
• არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სამედიცინო მეთოდები

აუტიზმის შემთხვევაში ვხვდებით შემდეგ ძირითადად პრობლემებს:

•კომუნიკაციის პრობლემები: მეტყველება ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით, დაქვეითებული აქვთ მშობლებთან, მომვლელებთან საუბრის უნარი, ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან
• სოციალური და წარმოსახვითი პრობლემები, ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობა (არანორმალური ინტენსივობა და ყურადღების ფოკუსირება)
• ყოველდღიური მოქმედებების და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება
• დეტალებზე ყურადღების გამახვილება: „გვირაბისებური“ ხედვა. ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე
• გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება
• გონებრივი განვითარების ჩამორჩენა
• ქცევის პრობლემები: აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები, თვით-საზიანო და აგრესიული ქცევა

http://www.ncdc.ge

2015.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006