logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მთავრობამ პარლამენტს ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ახალი სტრუქტურების კრიმინალიზირების ინიციატივით მიმართა

მთავრობა იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზებას გეგმავს, რომელიც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში დღესდღეობით შეტანილი არ არის.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს განსახილველად "ახალი ფსიქოაქტიური ნივთირებების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა.
პროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების სიაში და მას "სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდები" ემატება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერმინი "ანალოგი" და მისი განმარტება ქიმიური სტრუქტურის დონეზე. გარდა აღნიშნულისა, "ფენეთილამინის ნაერთები" ჩანაცვლდა "დოფამინერგულად მოქმედი ნაერთებით". ეს უკანასკნელი ქიმიურ ნაერთთა უფრო ფართო კლასს წარმოადგენს და მათ შორის ფენეთილამინის სტრუქტურებსაც მოიცავს.
როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ისეთი ნივთიერება დაფიქსირდა, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს არ შეესაბამება, თუმცა "კაიმანისა" და "SWG-DRUG"-ის ბაზებში განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისინი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს ნივთიერებები და მათი სტრუქტურული ანალოგები აგრეთვე დაფიქსირებულია არაოფიციალურ საიტებზე, რომელთა მეშვეობითაც ე.წ. ბიო ნარკოტიკის რეკლამირება-გაყიდვა ხორციელდება.
"აღნიშნული ნივთიერებების სტრუქტურების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: გარკვეული პირები კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა
კლასის სტრუქტურებში ახორციელებენ ისეთი სახის ცვლილებას, რომელიც შემდგომში არ ცვლის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისათვის დამახასიათებელ ნარკოტიკულ თვისებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აუცილებლობას წარმოადგენს კანონის დანართში შემდეგი ცვლილებების შეტანა: - დაფიქსირებული ახალი სტრუქტურების კრიმინალიზირება და ახალი ტერმინების დამატება, როგორიცაა "სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდები"; "ანალოგის" ტერმინის შემოღება და მისი განმარტება ქიმიური სტრუქტურის დონეზე", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

http://www.interpressnews.ge

2015.04.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006