logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბრიფინგი ქვეყანაში ინსულინის მარაგისა და მიწოდების შესახებ

„მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პაციენტი შეუფერხებლად მიიღებს პრეპარატ „ლანტუსს“, ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გავრცელებულ ხმებს პრეპარატის დეფიციტში ყოფნასთან დაკავშირებით.
ინსულინის ერთ-ერთი სახეობა „ლანტუსი“ შეუფერხებლად გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელში „მედფარმა“. ერთადერთი ცვლილება, რომელიც კვირის ბოლომდე, ანუ მედიკამეტის ახალი ნაკადის შემოსვლამდე იმოქმედებს ის არის, რომ ნაცვლად 3 თვის მარაგისა, ბენეფიციარები პრეპარატის 1 თვის მარაგს მიიღებენ. ცვლილება გამოწვეული იმ მიზეზით, რომ სამინისტრომ გააფართოვა პრეპარატის მიმღებთა წრე.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ინსულინები, მათ შორის ამ პრეპარატის ანალოგები, როგორც ბავშვთა ასევე 18 წელზე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის.
ბავშვთა ასაკისათვის შესყიდულია როგორც ფლაკონები, ასევე კარტრიჯები (ინსულინის ანალოგები) მათთან თავსებადი ინსულინის შპრიც-კალმები და ნემსები.
აქედან გამომდინარე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის პროგრამულად გათვალისწინებული არ არის შპრიც-კალმების შესყიდვა, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს ამ ასაკისათვის კალმების განსაზღვრული რაოდენობით შემოტანას (საჩუქრად).
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აფინანსებს, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთათვის მედიკამენტებს:
• ჰემოფილიით დაავადებულთათვის - VII, VIII, IX, XIII ფაქტორკონცენტრატები, ასევე პროთრომბინ კომპლექსი და აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს-კონცენტრატი.
• ფენილკეტონურიით დაავადებულთთვის - ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით (1 წლამდე; 1 -3 წლამდე და ზემოთა ასაკის) შესყიდულია სამკურნალო საკვები დანამატი; წელს პირველად ამ ბენეფიციარებისათვის 18 წლამდე ასაკი გაიზარდა და გაიცემა უკვე უფროსი ასაკის ბენეფიციარებზეც;
• მუკოვისციდოზით დაავადებულთათვის - შესყიდულია პანკრეასის ფერმენტი;
• ზრდის ჰორმონის დეფიციტის და ტერნერის სინდრომის მქონეთათვის - სომატოტროპული ჰორმონი;
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველად წელს განხორციელდა დიდი თალასემიით დაავადებული პაციენტებისათვის დეფერასიროქსის შესყიდვა;
ასევე პირველად მიმდინარეობს იუვენული რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისათვის ეტანერცეპტისა და ტოცილიზუმაბის შესყიდვა.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მაშტაბით გაიცემა ფოლიუმის მჟავა და რკინის პრეპარატები.

http://www.moh.gov.ge

2015.03.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006