logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზემო ფონიჭალაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ქვეფილიალი გაიხსნა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ზემო ფონიჭალაში განახლებული ქვეფილიალი გახსნა. ქვეფილიალი  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ცენტრის დირექტორმა თემურ ბარკალაიამ კრწანისის  რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გახსნეს.  
ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.
თბილისის მერის განცხადებით, ახალ ქვეფილიალს ორი სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა მოემსახურება, რაც უბნის მოსახლეობისათვის მისამართზე მოკლე ვადაში მისვლას უზრუნველყოფს. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასწრაფო დახმარების სისტემაში ადგილზე დაგვიანებით მისვლა იყო. ამ უბანში დაგვიანება იმის გამო ხდებოდა, რომ ბრიგადებს შორი მანძილიდან უხდებოდათ მისვლა. ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოს ახალ ხელმძღვანელობას   დამატებით ქვეფილიალის გახსნა დაევალა, სადაც ორი სრულად აღჭურვილი ბრიგადა იმუშავებს და  ზემო და ქვემო ფონიჭალას მოემსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თემურ ბარკალაიას თქმით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ უბანში დამატებითი ქვეფილიალის გახსნის საჭიროება იყო. მისივე თქმით, იქმნება ახალი გეოგრაფიული სამედიცინო რუკა, რომლის საფუძველზეც გადახალისდება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ფილიალები. „ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი. აღნიშნული ქვეფილიალის გახსნა საგრძნობლად შეამცირებს იმ დროს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ უბნებში მისვლამდე სჭირდება“, - განაცხადა თემურ ბარკალაიამ.
ამჟამად თბილისს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების  93  სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა ემსახურება. ქალაქში 13 ფილიალი და უკვე 3 ქვეფილიალია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთი თვის წინ დაავალა. უკვე შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი, ქმედითი და ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალების შექმნას,  პერსონალის გადამზადებას,  სამედიცინო და სხვა აპარატურის, ინვენტარის, მანქანების განახლებას, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის  მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას და სხვა.

http://new.tbilisi.gov.ge

2015.03.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006