logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენცია C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დოკუმენტს ხელი 21 აპრილს მოეწერება და პროექტი ხელმოწერიდან უახლოეს დღეებში ამოქმედდება. 21 აპრილს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე პირველი პარტია შემოვა, იმ 5000 (ხუთი ათასი) ადამიანის სამკურნალოდ, ვისაც კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად სჭირდებადა,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა პროექტის ელიმინაციის ფარგლებში პაციენტთა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია, პაციენტები ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა შედეგის მომტანია მკურნალობა. „C ჰეპატიტის მქონე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მკურნალობის შედეგად ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად ვერ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება",- აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აუცილებელია, პაციენტებმა მკურნალობის პარალელურად დაიცვან რეჟიმი. „ბევრია შემთხვევა, როცა ადამიანებმა, იმ იმედით, რომ დაიწყებენ მკურნალობას, ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე. ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება არის ფატალური მიდგომა, დიდი რისკების შემცველი".
ჯანდაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის პროექტის ელიმინაციის ფარგლებში, დაავადების მკურნალობისა და გენოტიპის დადგენის - დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, გასულ წელს ამოქმედებული ინტერფერონის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოკვლეულია 1700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ახალი დიაგნოსტიკა მოხდება სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ხვედრითი წილი პაციენტის სოციალური სტატუსიდან გამომდინარე განსხვავებულად განისაზღვრება. „დიაგნოსტიკა ადრე მართლაც ძვირი იყო. ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ ეს ერთიანი, რაციონალური გეგმით გაკეთებულიყო. 2.5-ჯერ შევამცირეთ ფასები და იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, რომელიც განსხვავებული იქნება სოციალურად დაუცველი და არასოციალურად დაუცველი სტატუსისის მქონე მოქალაქისთვის".
ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაცია „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ირაკლი იმნაიშვილიც დაესწრო, რომელმაც დაავადების მართვის შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრა და ყურადღება განკურნების პროცესში რეჟიმის დაცვის როლზე გაამახვილა.

http://www.moh.gov.ge

2015.03.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006