logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ევექსის“ კლინიკის ექიმებს მშობიარეს გარდაცვალების გამო სანქციები დაუწესეს

„ევექსის“ კლინიკის ორი ექიმის წინააღმდეგ მშობიარეს გარდაცვალების გამო, სანქციები დაწესდა. საუბარია 2014 წლის ივლისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ 27 წლის შორენა დევაძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მათ პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცა, დევაძეს კი ადგილზე ოპერაცია არ ჩაუტარეს. შედეგად, ავადმყოფს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის „ევექსის“ წარმომადგენელს  გიორგი ნიორაძეს არ აქვს ინფორმაცია, რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრა ექიმებს ამ შემთხვევის გამო.

20 მარტს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, რეფერალური საავადმყოფოს ექიმს მარინე მინდიაშვილს აღნიშნული ფაქტის გამო სამი თვით შეუჩერდა სერთიფიკატი, ვალოდია აბულაძეს კი მიეცა წერილობითი გაფრთხილება. 

კონკრეტულად რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რაში გამოიხატებოდა ექიმების ბრალეულობა, სააგენტოს წარმომადგენელი, გიორგი გოლიჯაშვილი  დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

გუშინ იგივე კლინიკაში 29 წლის მშობიარე დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში სამშობიარო სახლის ექიმებს ადანაშაულებს და მათ გულგრილობაზე საუბრობს.

რა გახდა „ევექსის“ კლინიკაში გუშინ მშობიარეს გარდაცვალების მიზეზი, ამ შეკითხვაზე პასუხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო რამდენიმე თვეში გასცემს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით კი, 29 წლის პაციენტი ბათუმის სამშობიარო სახლში პარასკევს, 20 მარტს, მიიყვანეს. ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს ორი კვირის მანძილზე მაღალი წნევა ჰქონდა და ოჯახი ექიმებს საკეისრო კვეთის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმა ეს საჭიროდ არ მიიჩნიეს.

მათი ინფორმაციით, ექოსკოპიის შემდეგ ექიმმა უთხრათ, რომ ნაყოფი მკვდარია და სასწრაფოდ დააწვინეს, ამასთან, მშობიარეს არავითარი სისხლდენა არ აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ნაყოფი მკვდარი დაიბადა და ოჯახს უთხრეს, რომ მეორე ოპერაციაც იყო საჭირო, რომლის დროსაც პაციენტს საშვილოსნო ამოუღეს. მეორე დღეს კი ექიმმა უთხრათ, რომ მუცლის ღრუში სისხლდენა დაიწყო.

ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტის გადაყვანის უფლება არ მისცეს და უთხრეს, რომ მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შემდეგ ქალს სისხლდენა დაეწყო და თირკმელი გაეთიშა. ნათესავებს უთხრეს, რომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და პაციენტი რეფერალურში ან რესპუბლიკურში უნდა გადაეყვანათ, რადგან დიალიზის აპარატი არ ჰქონდათ.

გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს“ მმართველი კომპანიის „ევექსის“ წარმომადგენელი გიორგი ნიორაძე აცხადებს, რომ მათთან პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში შევიდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რა მოხდა ქალაქის სამშობიაროში, მისთვის უცნობია. ნიორაძე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მათთან პრეტენზიები არ აქვთ.

გიორგი გოლიჯაშვილის თქმით კი, მშობიარეების გარდაცვალების შემთხვევები შესაძლოა რეგიონში სამედიცინო კადრების არასათანადო კვალიფიკაციას უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის: "სამედიცინო კორპორაცია ევექსი"  შეიქმნა “ჩემი ოჯახის კლინიკის” დასახელების ცვლილების შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შვილობილი კომპანია იყო.

ზემოთმოყვანილი ფაქტი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სამედიცინო, უფრო კონკრეტულად კი სამეანო მომსახურებისადმი სერიოზული კითხვები ჩნდება. მეტიც –  გასულ წელს ქვეყნის წამყვანმა ექიმებმა ღიად განაცხადეს, რომ „ევექსის“ მართვის სისტემა საფრთხეს უქმნის პაციენტებს, და კლინიკა დატოვეს.

კლინიკის მედპერსონალმა და დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები იმ მიზეზით დაწერეს, რომ ახალი ხელშეკრულებების ფარგლებში ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ პაციენტების უსაფრთხოების დაცვას.

„ახალი სიცოცხლის“ მაშინდელი მთავარი ექიმის ზაზა სინაურიძის განცხადებით, კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზე ორიენტირებული იყო, რაც ექიმებისთვის მიუღებელია.

მაშინ ექიმების გუნდი აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ „ევექსის“ მუშაობის პრინციპი საფრთხეს უქმნიდა პაციენტებს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე აქტიური რეაგირება არ მოუხდენია. 

დღეს დგინდება, რომ შარშან მშობიარეს გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა გარკვეულწილად „ევექსკის“ კლინიკის ექიმებსაც დაეკისრათ, ეს შემთხვევა, ექიმების შარშანდელ პროტესტთან ერთად, არის საკმარისი საფუძველი, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს.

რა ხდება აღნიშნული კლინიკების ქსელში და საქმე გვაქვს უბედურ შემთხვევებთან, რომლებიც ნებისმიერ კლინიკაში შეიძლება მოხდეს, თუ „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ –როგორც ამას სინაურიძე და მისი 50–კაციანი გუნდი აცხადებდა.

 

http://commersant.ge

2015.03.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006