logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრას თემაზე "ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხები"

2015 წლის  26-27 მარტს 09:30-16:45 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრთან ერთად ატარებენ ორდღიან სამუშაო შეხვედრას თემაზე

ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის  საკითხები

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, C ჰეპატიტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

შეხვედრის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების გეგმის განხილვა და სრულყოფა საქართველოში სოფოსბუვირით მკურნალობის დანერგვის მიზნით.

შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებული მხარეები იმსჯელებენ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების გზების შესახებ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით, ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებით. გაიმართება დისკუსია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების, მკურნალობის პროტოკოლების შემუშავების, დაავადების მართვის ერთიანი ელექტრონული მოდულის დანერგვის, სამკურნალო მედიკამენტების ლოჯისტიკის სქემის შემუშავების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილება ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცის 2015-2020 სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს დაავადების მართვის გრძელვადიან პერსპექტივას.

სამუშაო შეხვედრაზე 11:00 საათზე მოწვეულნი არის მედიის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.  

სამუშაო შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

http://www.ncdc.ge

2015.03.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006