logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "საქართველოში კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის 19 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე მოხვდა ანგარიში საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მოცემულ ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით.

ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.

გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად 2013 წელთან შედარებით 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტი-ნარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აქვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით.

http://ipress.ge

2015.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006