logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე 21 აპრილს მოაწერენ ხელს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება.
როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეებში, პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვა და ეს შეეხება მათ, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ კლინიკური მდგომარეობის გამო.
"რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ამას ხელმოწერის დღეს გაგაცნობთ ყველას, ვგულისხმობ ამ მედიკამენტებთან მიწვდომადობას. თუმცა, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ეს ბევრად უფრო მიწვდომადია, ვიდრე ნებისმიერი პრეცედენტი. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, ის პაციენტები, ვინც მკურნალობას დაიწყებენ და ზოგადად C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობირებული უნდა ჰქონდათ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს და თავის მოვლას საერთოდ თავი დაანებეს. ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა იმის იმედით, რომ ახლა მკურნალობას დაიწყებენ, საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა ყოველი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა და ძალიან დიდი რისკების შემცველი", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ინფექციის კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ძირითადი საბაზო წესები.
"დეტალებში არ შევალ, ჩემზე კარგად ამას მკურნალი ექიმი განუმარტავთ, თუმცა არის რამდენიმე მოცემულობა, როგორიც არის ალკოჰოლის კატეგორიული მიუღებლობა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ბოროტად გამოყენება, გარკვეული ჯანსაღი კვების წესების დაცვა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა, ვიდრე საკუთრივ ანტივირუსული მკურნალობა", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა მედიას მოუწოდა, ეს გზავნილი მაქსიმალურად მიიტანონ პაციენტებამდე.
"კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ანტივირუსული მკურნალობის პროექტი დადასტურებულად დაიწყება, ხელი მოეწერება 21 აპრილს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითადი თავის მოვლის წესებზე პაციენტებმა უარი თქვან, იმის იმედით, რომ პრეპარატი გახდება მისაწვდომი. ეს არის ფატალური რისკის შემცველი ქმედება. არანაირი ალკოჰოლი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს მათ უნდა დაიცვან იმისათვის, რომ მათ საშუალება მისცენ პრეპარატს გააჩეროს ვირუსის გამრავლება", - განაცხადა სერგეენკომ.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით სერგეენკოს მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ვადამ დაგეგმილი თებერვლის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გადაიწია და ეს მედიკამენტ "სოფოსბუვირთან" ერთად ახალი პრეპარატის, "ჰავრონის" დამატებამ განაპირობა.

http://www.interpressnews.ge

2015.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006