logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    24 მარტი - ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2015 წლის 24 მარტს 11:00-13:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისია და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში ატარებს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით

გამოავლინე 3 მილიონი
გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე  ტუბერკულოზი

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი პირები და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მისიის დირექტორი. ასევე, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების  და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პრეზენტაციას გააკეთებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი.

შეხვედრის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის, საქართველოში მისი მასშტაბის და ამ დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოგვიწოდებს უწყვეტად ვიზრუნოთ ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პირის გამოვლენის, მკურნალობისა და განკურნებისთვის და დავაჩქაროთ ტუბერკულოზის აღმოფხვრის პროცესი.    

საქართველოში აშშ მთავრობა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 2003 წლიდან აფინანსებს ტუბერკულოზის პრევენციის ღონისძიებებს. მიმდინარე ტუბერკულოზის პრევენციის  4- წლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4.4 მილიონი აშშ დოლარია დაიწყო 2011 წელს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევათა და განსაკუთრებით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ტვირთის შემცირებას, რაც ქვეყანას ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.   პროექტის მიზნებია გააუმჯობესოს კლინიკური მომსახურეობა, ხელი შეუწყოს ეროვნული ტუბერკულოზის პროგრამას კრიტიკული გამოწვევების დაძლევაში,  გააუმჯობესოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის  მულტირეზისტენტული ტუბერკულოზისა და ინფექციის კონტროლი.

ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება რობერტ კოხის მიერ  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენის თარიღთან დაკავშირებით (1882).

ტუბერკულოზი დღეს ისევ  წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ წამყვან პრობლემას მსოფლიოში  9-მილიონიანი ახალი შემთხვევით და 1.5-მილიონი სიკვდილობით წელიწადში. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, მოხდეს პოლიტიკური და სოციალური ვალდებულებების მობილიზაცია, ტუბერკულოზის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთის აღმოსაფხვრელად.

ყოველწლიურად 9 000 000 ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 3 მილიონი ვერ ღებულობს მათთვის საჭირო მომსახურებას: დაგვეხმარეთ, წვდომა გავზარდოთ მათზე (HELP US TO REACH THAM).

საქართველოში  2014 წელს დარეგისტრირდა ტუბერკულოზის 3839 შემთხვევა.  დაავადების გავრცელება 100 000 მოსახლეზე შეადგენს 86-ს, ხოლო ავადობა 63-ს. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითმა წილმა ახალ შემთხვევებს შორის შეადგინა 11%, ხოლო ნამკურნალებ შემთხვევებს შორის - 38%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება 17-ჯერ აღემატება სამოქალაქო სექტორში იგივე მაჩვენებელს. ხშირია აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის დაავადებათა ერთობლივი არსებობა. ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის აივ-ის გავრცელება 2,1 %-ს შეადგენს, ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის აივ-ის გავრცელება 5,3%-ს აღწევს.

ეს დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს  ყველას, ვისაც გააჩნია ვალდებულებები: არავინ არ დარჩეს დავიწყებული და მიტოვებული ტუბერკულოზთან ბრძოლაში, უნდა მოინახოს ყველა დაავადებულის მკურნალობის გზები და საშუალებები, რათა  2035 წლისათვის დაგეგმილ ტუბერკულოზის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის აღმოფხვრაში, მიღწეული იქნეს სერიოზული პროგრესი.
                                                                
ტუბერკულოზთან  ბრძოლა არის სასწრაფოდ გადაუდებელი და გლობალური მსოფლიოს მაშტაბით, გამოსასწორებელია ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, საჭიროა სტაბილური და პროგნოზირებული ფინანსები, პოლიტიკური ჩართულობა და მხარდაჭერა. ამისათვის თითოეულმა ქვეყანამ უნდა მონახოს საკუთარი რესურსები და გაზარდოს  შიდა დაფინანსება.  თემების, დაზარალებულთა და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობით ტუბერკულოზთან ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება.

იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ხდება  ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა ან განკურნება, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე 24 მარტი, ჯანდაცვის სამინისტროებისათვის უნდა გახდეს სიგნალი და გაფრთხილება რეგიონურ და ეროვნულ დონეზე.  ეს არის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის შანსი, რათა გაუმჯობესდეს მათი ამჟამინდელი  პროგრამების ხარისხი, რათა  ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა და  სრული განკურნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ტუბერკულოზის დაძლევისთვის არავინ უნდა დარჩეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიღმა. გავერთიანდეთ:

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე

ტუბერკულოზი

http://www.ncdc.ge

2015.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006